ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი კუბელ ეშლი გონსალესთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მეტოქემ ქართველ ძიუდოისტს ორი გაფრთხილება მიაღებინა, თავად კი მხოლოდ ერთი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ჯარჯი ზვიადაური, იგივე ილიას ილიადისი დაეპატრონა.
რაც შეეხება ლიპარტელიანის გამოსვლას რიო დე ჟანეიროში, ნახევარფინალში მან მისთვის უხერხული მეტოქე, რუსი კირილ დენისოვი
მეოთხედფინალში ვალერის მეტოქე შვედი იოაკიმ დვარბი იყო, რომელსაც ოთხი გაფრთხილება მიაღებინა და გზიდან ჩამოიშორა.
მანამდე კი ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ ლუდოვიკ გობერს ვაზარით, გერმანელ მარკ ოდენტალს კი იპონით აჯობა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს ჩვენ ძიუდოისტთა მეორე მედალია. წინა დღეს, 29 აგვისტოს ვერცხლი ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) მოიპოვა.