ადამ ოქრუაშვილი მსოფლიოს ჩემპოინატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ადამ ოქრუაშვილმა ფრანგ ტედი რინერს ვერც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მოუხერხა რამე და იპონით დამარცხდა.

მძიმეწონოსანი ქართველი ძიუდოისტი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯოს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე აფრიკის ტუნისელი ჩემპიონი ფაიცელ ჯაბალანი იქნება.

მეოთხედფინალში ოქრუაშვილმა 34 წლის უბერებელი ვარსკვლავი, ევროპის 6-გზის, მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, რუსი ალექსანდრ მიხაილინი დაამარცხა, რომელსაც 4 გაფრთხილება მიაღებინა.

მანამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა სამოელ დერეკ სუას და პოლონელ მაციეჟ სარნაცკის იპონებით აჯობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული