მძიმეწონოსანი ქართველი ძიუდოისტი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯოს მედლისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე აფრიკის ტუნისელი ჩემპიონი ფაიცელ ჯაბალანი იქნება.
მეოთხედფინალში ოქრუაშვილმა 34 წლის უბერებელი ვარსკვლავი, ევროპის 6-გზის, მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, რუსი ალექსანდრ მიხაილინი დაამარცხა, რომელსაც 4 გაფრთხილება მიაღებინა.
მანამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა სამოელ დერეკ სუას და პოლონელ მაციეჟ სარნაცკის იპონებით აჯობა.