პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ჩვენებურთა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ორი მონაწილე შეცვალა - 66 კილოგრამში ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის ნაცვლად ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი დააყენა, 73-ში კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილს ევროპის მესამე პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი ამჯობინა.
ცვლილებათა მიუხედავად, ეს შეხვედრაც მარცხით დავიწყეთ - პაპინაშვილმა გარფრთხილებით წააგო ტუმურკულეგ დავაადორჯთან.
საბედნიეროდ, წინა შეხვედრასთან მსგავსება მხოლოდ ეს არ ყოფილა და ისიც იმავე სცენარით წარიმართა - ანუ ჩვენებმა
ბრწყინვალედ იასპარეზა რეხვიაშვილმა, რომელმაც ორჯერ ვაზარიზე დააგდო მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ცაგანბაატარ ხაშბაატარი.
ასევე შესანიშნავი იყო ამ ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილიც (81), ვინც ნიამ-ოშირ საინჯარგალთან კიდევ ერთხელ გამოავლინა ის კარგი თვისებები, რითაც პირადი პირველობიდან დაგვამახსოვრა თავი - სისწრაფე, კოორდინაცია, გამართული ტაქტიკა. მართალია, ქულა არ მოუპოვებია, მაგრამ არც თავად დაუთმია რამე.
პირიქით - მთელ შეხვედრაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და მონღოლი გდებებზეც გადაურჩა. მან ორთაბრძოლა გაფრთხილებებზე ააგო და მიაღწია კიდეც საწადელს - 2:1 აჯობა.
მსოფლიოს კიდევ ერთმა ვოცე-ჩემპიონმა ვალერი ლიპარტელიანმა (90) სულ მთლად გააცამტვერა ცოგტგერელ ხუტაგი - ჯერ ვაზარი აართვა, მერე - იუკო, ბოლოს კი იპონზეც დაახეთქა.
ევროპის ვიცე-ჩემპიონ ადამ ოქრუაშვილს (+90) კვლავაც არაფრის მომცემ შეხვედრაში მოუწია გასვლა, თუმცა პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონ ნაიდან ტუვშინბაიართან შემართებით იბრძოლა - ჯერ ვაზარიზე დაახეთქა, მერე კი მშვენიერი მოგვერდით იპონი მიითვალა.
ნახევარფინალში ჩვენებურთა მეტოქე უზბეკეთი იქნება, რომელმაც ჯერჯერობით ტურნირის უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზა - მეოთხედფინალში იაპონიას 3:2 მოუგო.
ასევე იხილეთ:
საქართველო-საფრანგეთი 3:2: წარმატებული სტარტი "მამლებთან"