გადამწყვეტ ბრძოლაში ადამ ოქრუაშვილმა (+100) იმარჯვა, რომელმაც ალექსანდრ მიხაილინი შებოჭა. ჩვენი ნაკრები, ტრადიციულად, დასაწყისშივე ჩამორჩა - ლაშა შავდათუაშვილი (66) ალიმ გადანოვთან დამარცხდა, ზებედა რეხვიაშვილმა (73) კი მოგებული შეხვედრა წააგო მურატ კოძოკოვთან.
ანგარიში ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) გაათანაბრეს - მათ გაფრთხილებებით აჯობეს სირაზუდინ მაგომედოვსა და კირილ დენისოვს.
აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა და ოქრუაშვილმა ამ ტურნიზე ორ-ორჯერ მოუგეს რუსებს - პირადსა და გუნდურში.