"ქართველებმა არაკაცურად მოიგეს!" - დენისოვი ლიპარტელიანს კბენაში ამხელს [VIDEO]

AutoSharing Option
ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ ტურნირში გამარჯვებულ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ფინალში დამარცხებული რუსები ჩირქს სცხებენ - ქართველებმა არაკაცურად მოიგესო.

90 კგ წონით კატეგორიაში მათმა ფალავანმა კირილ დენოსოვმა, რომელსაც ვალერი ლიპარტელიანმა ინდივიდუალურ ტურნირშიც მოუგო და გუნდურშიც, ჩვენს ძიუდოისტს ბრალი დასდო - მარცხენა ფეხზე მიკბინაო.

აი, რას წერს "იტარ-ტასი":

"სპორტში კბენა არახალია - გაიხსენეთ მოკრივე მაიკ ტაისონის გამოხდომა, რომელმაც მეტოქეს ყური მოაჭამა, რაც ჟანრის კლასიკად იქცა. მსგავსი შემთხვევები ყოფილა ჭიდაობაშიც და ფეხბურთშიც. ბოლოს "ლივერპულის" თავდამსხმელი ლუის სუარესი გამოირჩა, რომელმაც ლონდონის "ჩელსის" სერბ
მცველ ბრანისლავ ივანოვიჩს უ
კბინა.

ახლა "მკბენართა" კლუბში საპატიო ადგილი ქართველ ძიუდოისტს, ვალერი ლიპარტელიანს შეგვიძლია დავუთმოთ. მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ემოციური სპორტსმენის კბილებისგან რუსი სპორტსმენი კირილ დენისოვი დაზარალდა - ქართველმა მას მარცხენა ფეხზე უკბინა.

მაგრამ, თუ ზემოთ ნახსენებმა სპორტსმენებმა ჩადენილის გამო, გარკვეულწილად, პასუხი აგეს, ლიპარტელიანი ორთაბრძოლის გამარჯვებული გამოვიდა, ჯამში კი - გუნდურ პირველობაში მსოფლიოს ჩემპიონი.


"კაცმა რომ თქვას, კბენისთვის დისკვალიფიკაციით სჯიან, მაგრამ ახლა რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით. ამის შესახებ იმ ცისფერპიჯაკიან ბატონებს (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯების ოფიციალური ფორმა) უნდა ჰკითხოთ, რომლებიც დარბაზში მუშაობდნენ.

ჭიდაობისას მტკივნეულ ილეთს ვუკეთებდი, ვალერიმ კი, როგორც ჩანს, თავი ვერ შეიკავა... როდესაც მსაჯს ნაკბენი ადგილი ვუჩვენე, მან გაიღიმა, შემდეგ კი ორთაბრძოლის გაგრძელება ბრძანა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

სხვათა შორის, შეხვედრის შემდეგ ლიპარტელიანი მოვიდა და ბოდიშიც მომიხადა",
- ამბობს დენისოვი.

ლიპარტელიანი-დენისოვის ორთაბრძოლას რუსთა ნაკრების მწვრთნელი დმიტრი მოროზოვიც გამოეხმაურა, რომელიც აღშფოთებული მსაჯების უმოქმედობით დარჩა:

"მათი ქმედება ამაზრზენია, სხვა რა უნდა ვთქვა?! მსაჯმა არცკი ისურვა ენახა, მართლა იყო ნაკბენი თუ არა. რომელ სამართლიან მსაჯობაზე შეიძლება იყოს აქ საუბარი?"

"საერთოდ, ძიუდოში კბენის ფაქტები იშვიათად ხდება ხოლმე, ისიც - პატარებს შორის.

მაგრამ რას ვიზამთ, რაკი ქართველები იკბინებიან, აწი გვეცოდინება - მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატზე, რომელიც ჩელიაბინსკში გაიმართება, ამას გავითვალისწინებთ",
- ეს დენისოვის თანაგუნდელის, ალი გადანოვის სიტყვებია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ძლევაი საკვირველი: საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]
ადამ, დაახეთქე, მაგის დედას *** [VIDEO]
ლუის სუარესმა ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 18 /
geo და zviadi იმენნა თქვენ ხართ კარგი მაგალითი "Georgian savages".
რა დანიელი რის დანიელი - რუსები/ვიკინგები 8-9 სააუკუნში/ჰანებთან ერთად კონსთანტინოპოლს იქით ესხომოდნენ დოვლათისატვის - საქართველოს ვინც შემოუტია - ყველამ ***. ერთხელ კი არა - საუკუუნეების განმავლობაში.

დაჯექით ახლა იტირეთ, გულში მჯიღის ცემით და სვით ლიტრობით მთხლე (საქართველოში სახლში დაყენებული კარგი გვინო მე არ მინახია). და წარსულზე იმსჯელეთ ტუ ვინ *** და ძლიერი ბრძოლების მერე - როგორ მოგეცათ 20-30 წლიანი შესვენებები.
აი ზისტათ აშენდება ძლიერი საქართველო - თავისით.
0
saq ***(!), ქართველები რომ წმ. დანიელს თარგმნიდნენ თქვენ ტყეში დარბოდით თქო!

"Georgian savages" არიან რო გაჩმორებენ მონღოლოიდ კლოუნებს! თფუ (სახეში)
ვის ვის და მონღოლების შთამომავლებს სხვებზე არ ეთქმით "ველურიო", დღესაც ისეთი ველური სიხარბე და არაკაცობა გამოძრავებთ რაც სისხლში გაქვთ, რაც არ უნდა განათლება მიიღოთ გინდ ინგლისური ისწავლოთ,
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული