ძიუდოში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ემბლემაზე პუტინის სილუეტი ამოიცნეს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატს ძიუდოში, რომელიც ჩელიაბინსკში 2014 წელს უნდა გაიმართოს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ემბლემა დაამშვენებს.

და ეს არამხოლოდ იმიტომ, რომ ძიუდო პუტინის საყვარელი სპორტის სახეობაა. ტურნირის ლოგოზე აშკარად პუტინის სილუეტია გამოსახული.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ემბლემაზე რუსთა პრეზიდენტის ერთი ცნობილი ფოტოსურათის ასლი დაკვირვებულმა ჩელიაბინსკელმა ბლოგერებმა აღმოაჩინეს და უმალ გაავრცელეს.

Sportall.Geტატამზე მოკალათებული პუტინის ფოტოსურათი, რომელიც მომავალი ჩემპიონატის ემბლემის პროტოტიპია, თავად პრეზიდენტს ძალიან ჰყვარებია.

ის მისი თანაავტორობით გამოცემული წიგნის გარეკანსაც ამშვენებს, რომელსაც ჰქვია "ვისწავლოთ ძიუდო ვლადიმირ პუტინთან ერთად".

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალა აღმართს ხნავს, იქაც დავაჩოქებთ
ბასა
09:06 04-09-2013
0
კი არ უნდა გავაკრათ უნდა დავაჭედოთ ტატამზე :) :) :)
მკითხველი
22:22 03-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული