ქართველი ძიუდოისტები ნოემბრის მოლოდინში არიან

AutoSharing Option
ძი­უ­დო­ის­ტებ­მა სე­ზო­ნის უმ­თავ­რე­სი ტურ­ნი­რე­ბი კი მო­ი­ლი­ეს, მაგ­რამ სე­ზო­ნი კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა და წლის ბო­ლომ­დე "დი­დი მუ­ზა­რა­დი­სა" თუ "დი­დი პრი­ზის" რამ­დე­ნი­მე ტურ­ნი­რი გა­ი­მარ­თე­ბა, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ რე­გი­ო­ნულ თა­სებ­ზე.

ასე­თ შე­ჯიბ­რე­ბებს 14-15 სექ­ტემ­ბერს ხორ­ვა­ტუ­ლი რი­ე­კა "დიდ პრიზს" უმას­პინ­ძ­ლებს, სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბ­რის მიჯ­ნა­ზე კი ალ­მა­ტა და ტაშ­კენ­ტი. ოღონდ ჩვე­ნე­ბი ამათ­გან არც ერ­თ­ში არ გა­მოვ­ლენ, რად­გან ისი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ას არც ჰქონ­და შე­ტა­ნი­ლი კა­ლენ­დარ­ში და არც და­ფი­ნან­სე­ბას აპი­რებ­და.

რი­ე­კა­ში ნო­დარ მეტ­რე­ველს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით კი სურ­და წას­ვ­ლა, მაგ­რამ სა­ბუ­თე­ბის გა­ფორ­მე­ბა ვერ მო­ას­წ­რეს.

ლი­დე­რე­ბის ამ­ბა­ვი გა­სა­გე­ბია - მათ ახ­ლა
დას­ვე­ნე­ბა და ახა­ლი სე­ზო­ნის­თ­ვის ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ ცუ­დია, იმ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ახალ­გაზ­რ­დებს, სა­თა­და­რი­გო­ებ­საც რომ ვერ აგ­ზავ­ნი­ან - ეს ტურ­ნი­რე­ბი ხომ მათ გა­მო­საც­დე­ლა­დაა მის­წ­რე­ბა, თო­რემ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან ერ­თი კვი­რის ან თუნ­დაც ერ­თი თვის თავ­ზე ლი­დერ­თა­გან იქ არა­ვინ იჭი­და­ვებს.

ჩვე­ნე­ბი შე­ჯიბ­რე­ბებ­ში ნო­ემ­ბ­რის ბო­ლო­დან ჩა­ებ­მე­ბი­ან - 22-23-ში აბუ და­ბი­ში იჭი­და­ვე­ბენ იქა­ურ "დიდ პრიზ­ზე", ერთ კვი­რა­ში კი ტო­კი­ო­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლე­ბენ და "დიდ მუ­ზა­რა­დად" წო­დე­ბულ ძი­გო­რო კა­ნოს მე­მო­რი­ალ­ში გა­მოვ­ლენ.

ეს ორი შე­ჯიბ­რე­ბა თა­ვი­დან­ვე იყო ჩას­მუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის კა­ლენ­დარ­ში. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ერთ კონ­ტი­ნენ­ტ­ზეა, ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, რაც ფი­ნან­სუ­რა­დაც მომ­გე­ბი­ა­ნი ვა­რი­ან­ტია და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლა­დაც - სა­ბუ­თე­ბი ერ­თად მომ­ზად­დე­ბა, ოღონდ აქ ერ­თი ნი­უ­ან­სია - და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე პე­რი­ოდ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ - ნო­ემ­ბერ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტიც იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა ეს ჯერ არაა გა­დაწყ­ვე­ტი­ლი.

ძა­ლი­ან ცუ­დი, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლო­ბა­ში ნაკ­რე­ბის ლი­დე­რე­ბი თუ არ გა­მოვ­ლენ. ბო­ლო წლებ­ში ქარ­თულ სპორ­ტ­ში ეს ლაფ­სუ­სი რო­გორ­ღაც გა­მოს­წორ­და და ძა­ლი­ან ცუ­დი, პრე­ცე­დენტს ისევ თუ და­ვუშ­ვებთ.

იმე­დია, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლო­ბა ნო­ემ­ბ­რის და­საწყის­ში გა­ი­მარ­თე­ბა და წამ­ყ­ვა­ნი ფა­ლავ­ნე­ბიც იჭი­და­ვე­ბენ, რა­თა მე­რე აზი­ურ ტურ­ნე­ში წას­ვ­ლაც მო­ას­წ­რონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული