ასეთ შეჯიბრებებს 14-15 სექტემბერს ხორვატული რიეკა "დიდ პრიზს" უმასპინძლებს, სექტემბერ-ოქტომბრის მიჯნაზე კი ალმატა და ტაშკენტი. ოღონდ ჩვენები ამათგან არც ერთში არ გამოვლენ, რადგან ისინი საქართველოს ძიუდოს ფედერაციას არც ჰქონდა შეტანილი კალენდარში და არც დაფინანსებას აპირებდა.
რიეკაში ნოდარ მეტრეველს საკუთარი ხარჯებით კი სურდა წასვლა, მაგრამ საბუთების გაფორმება ვერ მოასწრეს.
ლიდერების ამბავი გასაგებია - მათ ახლა
ჩვენები შეჯიბრებებში ნოემბრის ბოლოდან ჩაებმებიან - 22-23-ში აბუ დაბიში იჭიდავებენ იქაურ "დიდ პრიზზე", ერთ კვირაში კი ტოკიოში გადაინაცვლებენ და "დიდ მუზარადად" წოდებულ ძიგორო კანოს მემორიალში გამოვლენ.
ეს ორი შეჯიბრება თავიდანვე იყო ჩასმული ფედერაციის კალენდარში. ალბათ იმიტომ, რომ ერთ კონტინენტზეა, ერთმანეთის მიყოლებით, რაც ფინანსურადაც მომგებიანი ვარიანტია და ორგანიზაციულადაც - საბუთები ერთად მომზადდება, ოღონდ აქ ერთი ნიუანსია - დაახლოებით იმავე პერიოდში, სავარაუდოდ - ნოემბერში, საქართველოს ჩემპიონატიც იგეგმება, თუმცა ეს ჯერ არაა გადაწყვეტილი.
ძალიან ცუდი, ქვეყნის პირველობაში ნაკრების ლიდერები თუ არ გამოვლენ. ბოლო წლებში ქართულ სპორტში ეს ლაფსუსი როგორღაც გამოსწორდა და ძალიან ცუდი, პრეცედენტს ისევ თუ დავუშვებთ.
იმედია, ქვეყნის პირველობა ნოემბრის დასაწყისში გაიმართება და წამყვანი ფალავნებიც იჭიდავებენ, რათა მერე აზიურ ტურნეში წასვლაც მოასწრონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"