ირაკლი უზნაძე: ევროპირველობისთვის პრემიები ბიჭებს აქამდე არ მიუღიათ

AutoSharing Option
ფოტოზე: ირაკლი უზნაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, სადაც ფინალში რუსეთი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.

ინდივიდუალურ ტურნირში ვერცხლისპრიზიორები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვალერი ლიპარტელიანი გახდნენ.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა (იხილეთ ვრცლად).

მკითხველი:
- ბატონო ირაკლი, მადლობა, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებად ჩამოაყალიბეთ და მაინტერესებს, თუ უხერხული არ არის, რამდენი აქვთ ბიჭებს ხელფასები
და რატომ არ ფასდება მათი შრომა და წარმატებები ისე, როგორც საჭიროა?

- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ალბათ, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაც ბიჭები გაგებით ეკიდებიან, მაგრამ ევროპის პირველობისთვის არაერთხელ შეპირებული, ახალი პროგრამიდან გამომდინარე, პრემიები ახლაც არ აქვთ აღებული, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო საქმე.

რაც შეეხება სპორტსმენების ხელფასებს, ყველა განსხვავებულ ხელფასს იღებს შედეგიდან გამომდინარე.

გვყავს ისეთი ძიუდოისტები ნაკრებში, რომლებიც ხელფასს საერთოდ ვერ იღებენ, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია.

ხოლო რამდენს იღებენ ხელფასს, ამ თემაზე ჩემი მხრიდან უხერხული იქნება საუბარი. სჯობს, ამაზე თავად სპორტსმენებს ან ძიუდოს ფედერაციას ჰკითხონ.

ასევე იხილეთ:
ირაკლი უზნაძე: იღბალიც და მსაჯებიც ჩვენ წინააღმდეგ იყვნენ
[ექსკლუზივი] ვალერი ლიპარტელიანი: ნიანგი ხომ არ ვარ, დენისოვისთვის მეკბინა?
მართლა უკბინა თუ არა ვალერი ლიპარტელიანმა რუს ძიუდოისტს? [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატის შეჯამება: რიოში დანახული ნაკრები
"ქართველებმა არაკაცურად მოიგეს!" - დენისოვი ლიპარტელიანს კბენაში ამხელს [VIDEO]

ივანიშვილის დაპირება: სუპერთანამედროვე ბაზა ძიუდოისტებს... რამდენიმე!
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოცნება ოცნებათ დარჩა
vaskulat
00:58 20-09-2013
0
ლევან კიფიანი არ უნდა დარჩეს რასამბობთ მაგი თუ დარჩა სპორტი მოკვდება საკართველოში.ბატონო ბიზინა იკნებ კარგი მინისტრი არჩიოთ თხოვნა.გაუშვით კოფიანი ზონდერები კავს ირგვლივ.
tato
17:09 15-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული