კვირას მან ფინალში ფრანგი მეთიუ ბატე დააიპონა და 100 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა. ბელარუსში ჩვენებურმა 4 შეხვედრა გამართა და აქედან 3 იპონით მოიგო, ერთიც - ვაზარით.
ქულებით წარმატებას პირველ წრეში ბელგიელ ბენჟამინ ჰარმეგნისთან მიაღწია, მერე კი ბევრად ძლიერად იჭიდავა და სულ წმინდად იმარჯვა - მეოთხედფინალში ჰოლანდიელ პასკალ შერენბერგს მოუგო, ნახევარფინალში კი მასპინძელი ალექსანდრ ვახავიაკი დააიპონა.
მას სათანადო წინააღმდეგობა ვერც ფინალში გაუწია ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს სამგზის პრიზიორმა ბატემ - პირველი წუთის მიწურულს ჩვენებურმა ჯერ თითქოს
მინსკში საკუთარი ხარჯით (მეტრეველი ფედერაციამ დააფინანსა) ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის უმცროსი ძმა ბექა შავდათუაშვილიც (66) ასპარეზობდა. სამწუხაროდ, ის პირველივე წრეში დამარცხდა უკრაინელ ოლეგ გლუშენკოსთან.
ასევე იხილეთ:
ლაშა შავდათუაშვილი წონას იცვლის