ვან სნიკმა განაცხადა, რომ მან მიიღო წერილი ანტისადოპინგო სამსახურისგან, რომელშიც მას დადებითი დოპინგ-სინჯის შესახებ ამცნობენ. ძიუდოისტის თქმით, ის განცვიფრებულია ასეთი ახალი ამბით, რადგან ცხოვრებაში არ გამოუყენებია ნარკოტიკები. ვან სნიკმა დაამატა, რომ დაელოდება ანტისადოპინგო სააგენტოებისგან უფრო დაწვრილებით ახსნა-განმარტებას, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავს.
RTBF-ის ინფორმაციით, დადებითი აღმოჩნდა სინჯი, რომელიც ბელგიელ ძიუდოისტს მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ჩამოართვეს. პლანეტის პირველობა
2012 წლის ოლიმპიადაზე შარლინმა თავის ქვეყანას პირველი მედალი მოუტანა. მოგვიანებით ბელგიელებმა კიდევ ორი ოლიმპიური მედალი (ვერცხლი და ბრინჯაო) მოიგეს.
ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული ჯილდოების გარდა, ვან სნიკს სამი მედალი აქვს ევროპის ჩემპიონატებზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"