ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორი ქალი ძიუდოისტი კოკაინში ამხილეს

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორის, ბელგიელი შარლინ ვან სნიკის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა კოკაინზე. ამის შესახებ იტყობინება ბელგიური რადიოსადგური RTBF. სპორტსმენს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ვან სნიკმა განაცხადა, რომ მან მიიღო წერილი ანტისადოპინგო სამსახურისგან, რომელშიც მას დადებითი დოპინგ-სინჯის შესახებ ამცნობენ. ძიუდოისტის თქმით, ის განცვიფრებულია ასეთი ახალი ამბით, რადგან ცხოვრებაში არ გამოუყენებია ნარკოტიკები. ვან სნიკმა დაამატა, რომ დაელოდება ანტისადოპინგო სააგენტოებისგან უფრო დაწვრილებით ახსნა-განმარტებას, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავს.

RTBF-ის ინფორმაციით, დადებითი აღმოჩნდა სინჯი, რომელიც ბელგიელ ძიუდოისტს მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ჩამოართვეს. პლანეტის პირველობა
2013 წლის აგვისტოში რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა. იმ ტურნირზე ვან სნიკმა ბრინჯაო მოიგო 48 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

2012 წლის ოლიმპიადაზე შარლინმა თავის ქვეყანას პირველი მედალი მოუტანა. მოგვიანებით ბელგიელებმა კიდევ ორი ოლიმპიური მედალი (ვერცხლი და ბრინჯაო) მოიგეს.

ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული ჯილდოების გარდა, ვან სნიკს სამი მედალი აქვს ევროპის ჩემპიონატებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული