მართალია, ქართულ ძიუდოში კლუბები წინა წლებშიც ყოფილა და ახლანდელი ინიციატივა მთლად ნოვაცია არაა, მაგრამ ფედერაციის განზრახვას თუ ვენდობით, ჩემპიონატის ჩატარების სისტემა ბევრად მწყობრი იქნება.
ჩემპიონატი ამჯერად მხოლოდ ეგრეთ წოდებულ საფესტივალე ასაკში - 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართება, ეს კი ის ასაკია, 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში რომ უნდა იასპარეზონ.
ამ ტურნირის გამართვა ძიუდოს განვითარების ფონდის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი, სამომავლოდ კი განზრახულია ანალოგიური შეჯიბრების გამართვა
ამჟამად მიმდინარეობს კლუბების რეგისტრაცია. ბევრი მათგანი უკვე შექმნილია და მხოლოდ დარეგისტრირება აკლია, ბევრი კი ახლა იქმნება როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში.