მართალია, ქართულ ძიუდოში კლუბები წინა წლებშიც ყოფილა და ახლანდელი ინიციატივა მთლად ნოვაცია არაა, მაგრამ მაშინ ქვეყნის პირველობა ან საერთოდ არ ტარდებოდა და მხოლოდ ერთი გუნდი არსებობდა ეროვნული ნაკრების ბაზაზე - "საგარეჯო", ან ძალზე ცოტა გუნდი იყო. თუკი ფედერაციის ახლანდელ განზრახვას ვენდობით, ჩემპიონატის ჩატარების სისტემა ბევრად მწყობრი იქნება.
შეჯიბრება ამჯერად მხოლოდ ეგრეთ წოდებულ საფესტივალე ასაკში - 1998-99 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართება, ეს კი ის ასაკია, 2015 წელს თბილისში
საჭიდაო სახეობებში საკლუბო სისტემაზე გადასვლა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ფედერაციებისადმი. ჯერჯერობით მას საქმის და არა შეპირების დონეზე მხოლოდ ძიუდოს ფედერაცია გამოეხმაურა, რომელმაც ამ ტურნირის გასამართავად დაფინანსების ალტერნატიული გზა მოძებნა - ძიუდოს განვითარების ფონდში მოზიდული თანხებით ატარებს.
სამწუხაროდ, ჩვენთან მეცენატობა-სპონსორობის ინსტიტუტი სათანადოდ არაა განვითარებული და არც კანონმდებლობა უწყობს ხელს დიდად. ასეთ პირობებში კი ორმაგად მისასალმებელია ამ ფონდის ჩამოყალიბება.
კონკრეტულ დამფინანსებლებზე ვერაფერს გეტყვით (ისე კი, ეს ნებაყოფლობითია), მაგრამ კარგი იქნება, ის სისტემად თუ იქცევა ძიუდოში და არ იქნება ფედერაციის დღევანდელ პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის პოსტზე ყოფნასთან დაკავშირებული.
სამომავლოდ განზრახულია ანალოგიური შეჯიბრების გამართვა ახალგაზრდებსა და უფროსებშიც, ოღონდ ეს წლეულს ვერ მოესწრება. ცხადია, იმათ ბევრად მეტი ფინანსები დასჭირდება და, იმედია, ფედერაციისა თუ ფონდის ჯიბე ამდენს გასწვდება.
ამჟამად მიმდინარეობს კლუბების რეგისტრაცია. ბევრი მათგანი, რეალურად, უკვე შექმნილია და მხოლოდ დარეგისტრირებაღა აკლია, ბევრი კი ახლა იქმნება როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში.
ვფიქრობთ, საკლუბო ჩემპიონატის ამოქმედებით დიდი საქმე გაკეთდება, რადგან ამით თავის გამოჩენის შანსი ბევრ ისეთ სპორტსმენს მიეცემა, ვინც ნაკრებში ვერ ხვდება.
შესაძლებელია ლეგიონერთა ჩამოყვანაც, ამ ყველაფრით კი კონკურენციაც გაიზრდება და ძიუდოსადმი ინტერესიც. თან, გაუმჯობესდება სპორტსმენთა ფინანსური მდგომარეობაც.
ოღონდ აქ ისიც განვმარტოთ, რომ ნამდვილი ჩემპიონატი ჩვეულებრივი ციკლია, რამდენიმესაფეხურიანი შეჯიბრება და არა ახლანდელივით ერთდღიანი ტურნირი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"