ძიგორო კანოს ტურნირი: ლუხუმ ჩხვიმიანმა გამოსვლა თითო მოგება-წაგებით დაასრულა

AutoSharing Option
ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) თითო მოგება-წაგებით დაასრულა გამოსვლა ტოკიოში 29 ნოემბერს დაწყებულ ძიგორო კანოს მემორიალზე.

მოლოდინისამებრ, ჩვენებურმა თავიდან იოლად დაამარცხა ჰონგკონგელი იუკ ტინ ლეე - ჯერ ვაზარი აართვა, მერე კი წმინდად მოუგო.

მეორე წრეში ქართველს მეტოქედ სამხრეთკორეელი მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი ვონ ჯინ კიმი ხვდა. ჩხვიმიანი იპონით დამარცხდა და ტურნირსაც გამოეთიშა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მასზე შეიძლება ითქვას: მოსაგები მოიგო და წასაგები წააგო.

ჩხვიმიანი წლეულს საქართველოს ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ ჯერ მაინც ახალგაზრდაა - 20 წლის და გამოუცდელია, მეტოქე კი
სერიოზული ჰყავდა - დაახლოებით 1 საათში კიმი ფინალში იჭიდავებს იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან.

30 ნოემბერს კანოს მემორიალზე სამი ქართველი იჭიდავებს. ფრიდონ გიგანი (73) პირველსავე წრეში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონსა და ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან რიკი ნაკაიას ხვდება.

ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში ისლანდიელ იურა სვეინბორნთან შეხვედრით. ასევე მეორე წრიდან დაიწყებს ასპარეზობას ამავე წონაში უშანგი მარგიანიც - ყაზახ დაულეტხან ჟაკიპოვს დაეჭიდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული