ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ხარკოვის ტურნირზე 16 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა დიდი წარმატებით იჭიდავეს ხარკოვში გამართულ თანატოლთა საერთაშორისო ტურნირში, სადაც 8-დან 7 ოქრო, სულ კი 16 მედალი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ 8-დან 5 წონაში ქართული ფინალი გაიმართა, ანუ ამდენივე ვერცხლი მოვიპოვეთ - 46 კილოგრამში ნიკა კობაიძემ გიორგი თუთაშვილს მოუგო, 55-ში - გელა გარაყანიძემ ალეკო მამიაშვილი დაჯაბნა, 66-ში ლაშა დუდაშვილმა - ალექსანდრე სულაკაძე, 73-ში გოგა ქევხიშვილმა - ნოდარ წამალაიძე, 81-ში კი ონისე სანებლიძემ გიორგი გოგლიძე დაამარცხა. ამას გარდა, კიდევ ორი ოქრო ივანე ხუბაშვილმა (50) და ივანე მახათაძემ (60) მოიპოვეს.

ჩვენებურთა
ხარკოვული მონაგარი ოთხი ბრინჯაოცაა, რომლებსაც თორნიკე ჩილინდრიშვილი (55), შოთა ბესიაშვილი (60) და მძიმეწონოსნები -საბა გაბრიჩიძე და დავით არწივიძე დაეუფლნენ.

საინტერესოა, რომ ხარკოვში ჩვენი გუნდი 17 მონაწილით გამოდიოდა და მხოლოდ ერთი მონაწილე დაგვრჩა უმედლოდ, ისიც იმიტომ, რომ ბრინჯაოსთვის ქართველს ხვდებოდა.

ეს ის ასაკია, რომელსაც საგანგებო პროგრამით ამზადებენ 2015 წელს თბილისში გასამართი ევროპის
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის. აქამდე უცხოეთში მათ მხოლოდ უფროსთა ტურნირებში თუ უჭიდავიათ, ახლა კი პირველად მიეცათ თანატოლებთან გაჯიბრების შანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული