ავთანდილ ჭრიკიშვილი თავის წონაში მსოფლიოში საუკეთესოა

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ავთანდილ ჭრიკიშვილს 81 კგ. წონით კატეგორიაში წელიწადის რეიტინგის პირველ ადგილზე დასრულებისთვის 10 ათასი დოლარი გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ძიუდოისტი 2013 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს სპორტის სამინისტრომ და სეოკ-მა.

ძალიან ცოტა დააკლდა პირველობამდე და შესაბამისად 10 ათას დოლარამდე ამირან პაპინაშვილს, რომელმაც 60 კგ. წონით კატეგორიაში წლის საბოლოო რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, წინ იაპონელი ნაოჰისა ტაკატო გაუშვა.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი 66 კგ წონითი კატეგორიის რეიტინგში მე-6 ადგილზე გავიდა.

ჭრიკიშვილის წონაში მე-8 ადგილზეა ლევან წიკლაური.

პაპინაშვილივით სულ
ცოტა დააკლდა 10 ათას დოლარამდე ვალერი ლიპარტელიანს - ის 90 კგ. წონით კატეგორიაში რეიტინგში მეორეა კუბელი ეშლი გონსალესის შემდეგ.

მძიმე წონაში რეიტინგი მესამე საფეხურზე ჩაამთავრა ადამ ოქრუაშვილმა: რაფაელ სილვას და ტედი რინერის შემდეგ.

ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილი: ნაკლებს არც 2014 წლისგან მოველი!
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი ეგ 10000დოლარი ჯერ კიდევ არ მიუციათ ავთოსთვის.კარგი იქნებოდა ჯერ მიეცათ და მერე დაეწერათ.
sportis gulshematkivari
10:31 10-01-2014
0
მაგარი კაცი
dito
10:18 04-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული