ალბათ, ამ შემადგენლობაში ნებისმიერი ქომაგი მოისაკლისებს ორ გვარს - ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს (73) და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონს, უფროსებში
საბედნიეროდ, შავდათუაშვილს ტრავმა აღარ აწუხებს და არც ჭიდაობაში უშლის ხელს, მაგრამ ამ შეჯიბრებას გამოტოვებს და თვის ბოლოს გერმანიაში იჭიდავებს.
აი, ცოტა რთულადაა თუშიშვილის საქმე, რომელიც საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ სპორტული რეჟიმის დარღვევისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გვითხრა, ეს მართლაც ნიჭიერი და ეროვნული ნაკრებისთვის ეგზომ საჭირო ფალავანი თანაგუნდელ ლაშა ტაველურთან ერთად შეკრებაზე... ნასვამი გამოცხადდა.
ფედერაციამ ის ერთი წლით, ტაველური კი 6 თვით დასაჯა, ოღონდ განაჩენი საბოლოო არაა და გადახედვას ექვემდებარება, თუმცა - მხოლოდ გარკვეული პირობებით. კერძოდ, თუშიშვილის საქმე 3, ტაველურისა კი 2 თვეზე ადრე ვერ გადაიხედება და ესეც იმ პირობით, თუ მათზე პასუხისმგებლობას პირადი მწვრთნელები აიღებენ.
მომხდარი ძალიან ცუდია, თუმცა ვიმედოვნებთ, ფედერაციაც გაითვალისწინებს მათ ახალგაზრდულ ასაკს და სასჯელს მართლაც შეამცირებს. თავის მხრივ, ფედერაციაც უნდა შევაქოთ პრინციპულობისთვის, რადგან ჩვენს სპორტსმენებს პროფესიონალიზმი მართლაც აკლიათ - იმედია, ეს კარგი გაკვეთილი აღმოჩნდება ამ ფალავნებისთვისაც და სხვებისთვისაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"