იაპონიაში "ქართული აურზაურის" გამო კობა მჭედლიშვილი დასაჯეს

AutoSharing Option
იაპონიაში, ასაკობრივი ნაკრებების თავს გადამხდარ ინციდენტზე კარგად მოგეხსენებათ - ცუკუბას უნივერსიტეტში შეკრებაზე მყოფ ჩვენს ახალგაზრდულ და ჭაბუკთა გუნდებს იქაურობა ნაადრევად დაატოვებინეს.

ამ ინციდენტზე იმსჯელა ძიუდოს ფედერაციამ და განაჩენიც გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ მაშინ იაპონელთა პრეტენზიები სამ ძირითად ეპიზოდს უკავშირდებოდა: ხმამაღალი საუბარი და მუსიკის ასევე ხმამაღლა მოსმენა უნივერსიტეტის შენობაში; ქუჩაში ველოსიპედით ჩქარი სიარული, რამაც თურმე მავანი იაპონელი მოხუცი ქალბატონი შეაშფოთა; ცეცხლმაქრი ბალონის ამოქმედება, რამაც სასტუმროში კვამლი გამოიწვია...
იხილეთ: სკან
დალი: ქართველი ძიუდოისტები უწესოდ მოქცევის გამო იაპონიიდან გამოაძევეს


საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ იმსჯელა ამ ეპიზოდებზე და პირველ ორზე სადამსჯელო გადაწყვეტილება არ მიუღია. მათი თქმით, წინასწარ არ ყოფილან გაფრთხილებულნი, უნივერსიტეტის შიდა განაწესით ხმამაღალი საუბარი და მუსიკის მოსმენა თუ არ შეიძლებოდა.

ასევე არ დასაჯეს ველოსიპედის ინციდენტში მონაწილენი, რადგან ეს არ ყოფილა მრავალჯერადი შემთხვევა, მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა ბიჭები მაღაზიაში გავიდნენ...

დაისაჯა მხოლოდ ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი (66) - სწორედ ის, ვინც ზემოხსენებული სახანძრო ბალონი გადააადგილა, რითაც ავტომატურად მოიყვანა მოქმედებაში.

შედეგების გარდა, მჭედლიშვილი ქცევებითაც გამორჩეულია - მშრომელი, წესიერი ბიჭია, თან, როგორც მწვრთნელები ირწმუნებიან, ის ინციდენტი გამოუცდელობით მოუვიდა და არა - ეშმაკობით. ფედერაციამ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და სპორტსმენი შედარებით მსუბუქად დასაჯა - მოუხსნა ორი თვის ხელფასი.

ვფიქრობთ, გონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან სპორტსმენი სავარჯიშო პროცესს არ მოსწყდება და არც იმას იფიქრებს, რომ თუნდაც ასე უნებლიეთ ჩადენილი გადაცდომა შერჩა.

ისიც მისასალმებელია, რომ ფედერაცია ავტორიტეტებს არ უშინდება - 28 იანვარს გურამ თუშიშვილის (100) დასჯაზე ვწერდით, რომელიც უფროსებში საქართველოს ჩემპიონია და უკვე ეროვნული ნაკრების წევრია, მჭედლიშვილი კი თავის ასაკში ყველაზე ტიტულოვანია. თუმცა ფედერაცია ამასაც არ დასჯერდა, ნაკრების ორივე წევრი მშობლებთან ერთად დაიბარა და მკაცრი მითითებები მისცა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ უცხოეთში ყოფნისას.

ვფიქრობთ, ასეთი კონსულტაციები, განსაკუთრებით მოზარდებს, ხშირად უნდა უტარდებოდეთ, თორემ საზღვარგარეთ ბევრგან თუნდაც იგივე ხმამაღალი ლაპარაკიც არაა დასაშვები.

იმედია, ძიუდოს ფედერაციას სხვებიც მიბაძავენ და ხელს არ დააფარებენ თავიანთ სპორტსმენებს, თორემ ანალოგიური ინციდენტები ან საწვრთნელ-სავარჯიშო რეჟიმის დარღვევა, სხვაგანაც ინტენსიურად ხდება, მაგრამ ფედერაციები რატომღაც სირაქლემას პოზას ირჩევენ. ამიტომაც არ მთავრდება იქ მსგავსი უსიამოვნებები, ძიუდოში კი გვჯერა, ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს.

მჭედლიშვილი დასაჯეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი ძველი ამბავი გამახსენდა მოჭიდავეზე.გახდა მსოფლიო ჩემპიონი და რამოდენიმე თვის მერე ქეიფობდა სასტუმრო"ივერიაში".იმ დროს მსოფლიოში ცნობილი ჯაშუში აბელი იმყოფებოდა თბილისში,ქალიშვილთან ერთად.ხოოოოდა,გადაკრა ნუნუა ქართველმა და გაიწია ქალისკენ.ჯერ გაუფრთხილებია აბელს,ცსს-ში მაკაჩავეს,დატანჯული ვარ და თავი დაანებე, ჩემი შვილიაო.შენი რომაა მაგიტომაც მინდაო.მოკლედ ამდგარა ეს აბელიც და ისე დაუკუჭია,რომ თავის უკანალს კბენდა თურმე.ხოოოდა ეს ბიჭებიც ჩვენი "გორისანი"არიან და ქალებს გაეთამაშნენ და ცოტა მეტი მოუვიდათ,რა ხელფასს ართმევ შე კაიკაცო.დაუჯექი დაალევინე და დაარიგე,რომ უცხო ქვეყანაში არ შეიძლება ასეთი რაღაცეების გაკეთება"წოწოა" და "ქიხი".
sdfghj
17:36 29-01-2014
0
მშობლების გასაგონათ:ცელქი ბავშვები ბალეტზე ან სკრიპკაზე უნადა შეიყვანოთ და არა ჭიდავზე.მაგას თავი,, მარტო სახლში,,ეგონა.
imieri
20:48 29-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული