შვილი მამის კვალზე - ქალთა ფავორიტი ახალ წონაში

AutoSharing Option
ამ უქმეებზე საგარეჯომ საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა 1998-99 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის.

ესაა ჭაბუკთა უმცროსი, ეგრეთ წოდებული საფესტივალო ასაკი, ანუ იმათი შეჯიბრება, ვისაც გაისად თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უწევს გამოსვლა.

ტრადიციულად, მოზარდთა ამ შეჯიბრებამაც დიდი ინტერესის ფონზე ჩაიარა და ნაკრებში მოსახვედრად მოზარდებს თავი არ დაუზოგავთ.

საკმაოდ დიდი იყო მონაწილეთა რაოდენობაც - ბიჭების შეჯიბრებაში 230-მდე სპორტსმენი გამოდიოდა, თუმცა უამინდობის გამო ზოგმა გუნდმა საგარეჯოში ჩასვლა ვერ შეძლო. თან გავითვალისწინოთ, რომ ფედერაციამ ეს ტურნირიც კვოტებით ჩაატარა, ანუ ყველა რეგიონს განსაზღვრული რაოდენობის მონაწილეთა
გამოყვანა შეეძლო, ასპარეზობა ნება-სურვილზე არ ყოფილა დამოკიდებული...

ბიჭებისგან განსხვავებით, გოგოებში ბევრად ცოტა მონაწილე შეიკრიბა, რადგან ისინი ჯერ მასობრიობით ვერ დაიკვეხნიან. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქალის ჭიდაობა საქართველოში ჯერაც მიუღებელ საქმედ მიიჩნევა.

ამ ასაკის ბავშვთა შეჯიბრება ფედერაციამ მას შემდეგ წამოიწყო წინასწარ განზრახულად, რაც თბილისს ზემოაღნიშნული ფესტივალის მასპინძლობა დაეკისრა.

ასეთმა მიდგომამ შედეგი უკვე გამოიღო და საგრძნობლად ამაღლდა მოზარდთა კლასი. ამის მაგალითი ევროპის შარშანდელი ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი (52) და ევროპის მესამე პრიზიორი მზია ბებოშვილი (48) არიან, რომლებმაც შარშან მოიპოვეს ეს ტიტულები. ჯანაშვილმა უკვე დაამთავრა ამ ასაკში გამოსვლა და ახალგაზრდებში გადავიდა, ბებოშვილი კი 15 წლისაა და კიდევ ორ სეზონს ჩაატარებს უმცროსებში. უეჭველია, ის გაისად გასამართი ევროპული ფესტივალის ფავორიტი იქნება. ოღონდ მან წლეულს წონა შეიცვალა და 48-დან 52-ში გადაინაცვლა.

ბიჭებიდან მხოლოდ ერთს გამოვარჩევთ - 55 კილოგრამის ფინალისტ ირაკლი ხერგიანს, რომელიც ახლო წარსულში სახელოვანი ძიუდოისტის, ევროპის ორგზის ჩემპიონის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან ნესტორ ხერგიანის შვილია. ეტყობა, კარგადაც აგრძელებს მამის კვალს.

კვარცხლბეკი
ბიჭები
46 კგ. 1. ვაჟა ბუბუნაური (კახეთი) 2. გიორგი თუთაშვილი (იმერეთი), 3. დაჩი სუხიტაშვილი (შიდა ქართლი), გიორგი ნიაზაშვილი (თბილისი).
50 კგ. 1. თემურ ნოზაძე (შიდა ქართლი), 2. ამირან დარბაისელი, 3. უშანგი ქიტესაშვილი, გურამ მღებრიშვილი (სამივე - კახეთი).
55 კგ. 1. თენგიზ ჩიტაური, 2. ირაკლი ხერგიანი (ორივე - თბილისი), 3. ალეკო მამიაშვილი (შიდა ქართლი), თორნიკე გვიჭიანი (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი).
60 კგ. 1. ივანე მახათაძე (შიდა ქართლი), 2. გელა გარაყანიძე (თბილისი), 3. გუგა გოგიტიძე (აჭარა), ბაგრატ ნინიაშვილი (ქვემო ქართლი).
66 კგ. 1. ლაშა დუდაშვილი (თბილისი), 2. ალეკო სულაკაძე (იმერეთი), 3. ჭაბუკა კირაკოზაშვილი (კახეთი), შათირ შერაზადიშვილი (შიდა ქართლი).
73 კგ. 1. გიორგი ქევხიშვილი, 2. ნიკა ლაბაძე. 3. შოთა შავდია (სამივე - თბილისი), ლუკა მაისურაძე (შიდა ქართლი).
81 კგ. 1. გიორგი გოგოლიძე (იმერეთი), 2. ონისე სანებლიძე (თბილისი), 3. ნიკა სიდამონიძე (შიდა ქართლი), გოჩა ქერდიკაშვილი (მცხეთა-მთიანეთი).
+81 კგ. 1. თორნიკე ტაბატაძე (გურია), 2. იოსებ ბაზიერაშვილი (კახეთი), 3. ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), ვაჟა კაკილაშვილი (ცხინვალი).
გოგოები
44 კგ. 1. ნატა ყიფშიძე (თბილისი).
48 კგ. 1. ნინო მგელაძე (აჭარა), 2. მარიამ თოდუა (თბილისი).
52 კგ. 1. მზია ბებოშვილი (თბილისი), 2. მარიამ გორგოძე. 3. მანანა ჯანიკაშვილი, მარიამ კობახიძე (სამივე - იმერეთი).
57 კგ. 1. ეთერ ლიპარტელიანი (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი), 2. ქრისტინე მამულაძე, 3. სალომე ლომაძე (ორივე - აჭარა).
63 კგ. 1. თამარ მჭედლიშვილი (თბილისი).
70 კგ. 1. სალომე მჭედლიშვილი (თბილისი), 2. ნათია მიქაბერიძე (აჭარა), 3. ნათია გასაშვილი (თბილისი).
+70 კგ. 1. ელისო სისაური (კახეთი), 2. ქრისტინე ფუტკარაძე (იმერეთი), 2. მარიამ ცერცვაძე (თბილისი), 3. ნათია მამლიკიძე (სამცხე-ჯავახეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
57 კგ. 1. ეთერ ლიპარტელიანი (რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი), ვამაყობ შენით ეთოოო
გ.გ
00:22 06-02-2014
0

სიახლეები პოპულარული