ავთანდილ ჭრიკიშვილი: უფრო მეტის მიღწევა მსურს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზში გამართულ "დიდ მუზარადზე" სამი მედალი - 1 ოქრო და 2 ვერცხლი მოიპოვა.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, ამირან პაპინაშვილი და ვალერი ლიპარტელიანი კი ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პარიზში მოპოვებული წარმატების შემდეგ ჭრიკიშვილი განვლილ შეჯიბრებას აფასებს.

- პარიზის "დიდ მუზარადზე" წარმატებული გამოსვლა გქონდათ. როგორია თქვენი შეფასება და რას გრძნობთ გამარჯვების შემდეგ?

- ეს ტურნირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ვარ.
სერიოზული მეტოქეები მყავდა, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, მათ შორის - იაპონელი, რომელთანაც
თვენახევრის წინ დავმარცხდი და მიხარია, რომ რევანშის აღება შევძელი.

- თქვენ დაგასახელეს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენად და როგორც ვხედავთ, ფორმას ინარჩუნებთ. გააგრძელებთ თუ არა ასეთი შემართებით და როგორია სამომავლო გეგმები?
- რა თქმა უნდა. მას შემდეგ რამდენიმე შეკრება გავიარე. ახლა საფრანგეთში ვრჩებით და 3-დღიან შეკრებას გავივლით, შემდეგ კი, ალბათ, გერმანიის ტურნირი იქნება.

22 წლის ვარ და ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი სპორტში, უფრო მეტის მიღწევა მსურს და პირობას გაძლევთ, კიდევ დიდი ხანი ვიჭიდავებ.

კახა თორია

ასევე იხილეთ:
ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის "დიდი მუზარადის" გამარჯვებულია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვულოცავ ავთოს,უკვე ჩემპიონია,კარგი სტატიაა
მამუკა
01:24 26-04-2014
0
ერთერთი გამორჩეული სპორცმენია ავთო ჭრიკიშვილი.. ეჭვი არ მეპარება იმაში რომ თავის ლეგენდარულ თანამემამულე ფალავნებთან დაიკავებს ღირსეულ ადგილს ისტორიაში
ლიპარტელიანი არ დამარცხებულა ფინალი ვერ იჭიდავა ტრამვის გამო ჩაასწორედ
messi001
14:32 11-02-2014
0

სიახლეები პოპულარული