ვალერი ლიპარტელიანს გამოკვლევა საფრანგეთის ოლიმპიური ბაზის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარდა

AutoSharing Option
11 თებერვალს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ვალერი ლიპარტელიანი საფრანგეთის ოლიმპიურ ბაზაზე, სამედიცინო ცენტრში გამოკვლევაზე წაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან გამართულ პარიზის "დიდ მუზარადზე", 90 კგ წონით კატეგორიაში, ლიპარტელიანი ფინალში გავიდა, მაგრამ ფეხის ტრავმის გამო საერთოდ ვერ გავიდა კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ კიუ-ვონ ლეესთან საჭიდაოდ და ვერცხლს დასჯერდა.

ტრავმა ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში გერმანელ მარკ ოდენტალთან მიიღო.

"ლიპარტელიანს დაზიანებული აქვს ბარძაყის კუნთი; აგრეთვე, აქვს მცირე ჰემატომა, მაგრამ საშიში არაფერია. ადგილზე ყველანაირი საჭირო პროცედურა ჩაუტარდა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი დასჭირდება დაახლოებით ორკვირიანი მკურნალობა,
რომელიც მოიცავს ფიზიოთერაპიასა და კინეზოთერაპიას", - აქვეყნებს კახაბრიშვილის ნათქვამს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდი.

"ნახევარფინალში ბარძაყში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ასეთი რამ ადრე არ მომსვლია. უცებ შეხვედრის გაგრძელებაც კი გადავიფიქრე, მაგრამ ვძლიე ტკივილს და ორთაბრძოლა ბოლომდე მივიყვანე. ტატამიდან ძლივს გამოვედი.

შემდეგ ზურაბ კახაბრიშვილმა სამედიცინო პრეპარატებით ტკივილი გამიყუჩა, მაგრამ მწვრთნელებისა და ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, გართულებას მოვერიდეთ და ფინალში აღარ ვიასპარეზე.

ეს რომ ყოფილიყო მსოფლიოს ჩემპიონატი ან ოლიმპიური თამაშები, შეიძლებოდა თავის გადადება, მაგრამ წინ მთელი სეზონია და უფრო მნიშვნელოვანი შეჯიბრებები გველის", - აქვეყნებს ლიპარტელიანის ნათქვამს გვერდი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ ლიპო, ღმერთი შენსკენ.
shalva73
11:06 12-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული