ლაშა შავდათუაშვილი გერმანიაში იჭიდავებს

AutoSharing Option
სამშაბათ საღამოს, ვარჯიშის შემდეგ საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ გამოაცხადა 21-23 თებერვალს, დიუსელდორფში გასამართ "დიდ პრიზზე" მოჭიდავე ნაკრები:

ლუხუმ ჩხვიმიანი (60), შალვა ქარდავა (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), უშანგი მარგიანი (81), ბექა ღვინიაშვილი, ზვიად გოგოჭური (ორივე - 90), ნოდარ მეტრეველი, იოსებ მსხალაძე (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100) - მწვრთნელის გადაწყვეტილებით, აი, ესენი იჭიდავებენ გერმანიაში.

ჩვენი ნაკრები ოთხშაბათ საღამოს გაფრინდება გერმანიაში, სადაც ტურნირის შემდეგ იქვე ერთობლივ ვარჯიშებშიც მიიღებს მონაწილეობას.

დიუსელდორფის ტურნირი სტარტს 21 თებერვალს აიღებს, როცა ვაჟებიდან 60-66,
ქალებიდან კი 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ. შაბათს საჭიდაოდ 73 და 81-კილოგრამიანი ვაჟები, ქალებიდან კი 63-70-იანები გავლენ, კვირას კი დანარჩენები იბრძოლებენ მედლებისთვის.

ამ ტურნირზე ახალ წონაში პირველად იჭიდავებს ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი შავდათუაშვილი. მწვრთნელი ამჯერად ასვენებს ევროპის ჩემპიონებს - ამირან პაპინაშვილს (60), ავთანდილ ჭრიკიშვილსა (81) და ვალერი ლიპარტელიანს (90) - მათ ერთი თვის შემდეგ თბილისში გასამართი "დიდი პრიზისთვის" ინახავს, რომელიც საევროპოდ მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იქნება. იმავე ტურნირზე იასპარეზებენ ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილიც (ორივე - 73).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული