60 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლაშა გიუნაშვილი გახდა, მეორე ადგილი პაატა მერებაშვილს ერგო, მესამე პოზიციას კი ბეთქილ გულგიანი დასჯერდა.
66 კგ. წონით კატეგრიაში გამარჯვებული ვაჟა მარგველაშვილი გახდა. მეორე-მესამე ადგილები შესაბამსად მინდია ლილუაშვილმა და გიორგი გუგულაშვილმა დაიკავეს.
დღის გამორჩეული შეხვედრები კი 73 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც ნაკრების სამი წევრი ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი გამოდიოდნენ.
საბოლოოდ კვარცხლბეკზე ნაკრების სამივე წევვრმა შეაბიჯა. გამარჯვებული
მესამე ადგილი ზებედა რეხვიაშვილს ერგო.
დღეს "არენას" ტატამზე 81, 90, 100 და +100 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიან.