5 დეკემბერს, ტოკიოში "დიდი სლემის" წლის ბოლო ტურნირი დაიწყო, რომელშიც საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებიც მონაწილეობს.
ტურნირის პირველ დღეს 66 კგ წონით კატეგორიაში ორი მონაწილე გვყავდა - სამწუხაროდ, ბექა შავდათუაშვილმაც და ვაჟა მარგველაშვილმაც გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს.
ამ უკანასკნელმა სანუგეშო ტურნირამდე კი მიაღწია, თუმცა იქ პირველივე ორთაბრძოლა დათმო ბრინჯაოს მომავალ პრიზიორ იაპონელ კენგო ტაკაიჩისთან. მანამდე მარგველაშვილმა ზედიზედ დაამარცხა იტალიელი ემანუელე ბრუნო, კანადელი პატრიკ გაგნე და სლოვენიელი ადრიან გომბოცი, მეოთხედფინალში კი ებრაელ გოლან პოლაცკისთან ვერას გახდა.
რაც შეეხება ოლიმპიური ჩემპიონის,
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში არასრული შემადგენლობით გამოდის, ორ წონაში - 60-100-ში კი საერთოდ არ გვყავს მონაწილე.
იხილეთ ვრცლად:
ტოკიოს ტურნირი: წლეულს მაინც თუ მოვიგებთ?