გასაგებ მიზეზთა გამო ამ ნიხრით წლეულს დასათვლელი ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძიუდო წონის ყველაფერს.
აქ ნომინანტთა გამოსავლენად ფრიად მარტივი სისტემა აქვთ - რეიტინგი, რომელშიც ყველაფერი სრულად აისახება. თუმცა, ბევრი საერთაშორისო ფედერაციისგან განსხვავებით, ძიუდოში ამასაც ფინანსური მოტივიც დაერთო - ლიდერები 10 000 დოლარს იღებენ, ოღონდ ეს არაა ყველაფერი.
წლევანდელ სეზონს თავისი წონის ლიდერად ორი ჩვენებური რომ ამთავრებს, უკვე გაცნობეთ - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი
საქმე ისაა, რომ მისი მაჩვენებელი საუკეთესოა ვაჟთა შორის - 3610 ქულა აქვს, როცა 3000-იან მიჯნას ვერავინ უახლოვდება. ეგ კი არა, 2 000 ქულასაც მხოლოდ ოთხი გადასცდა - მონღოლი ბოლდბაატარ განბატი (60; 2676 ქ), ლიპარტელიანი - 2 470, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი (100; 2 588) და ფრანგი ტედი რინერი (+100; 2 500).
ქალებში ჭრიკიშვილის მსგავსი წარმატება კოსოვოელ ოლიმპიურ პრიზიორს, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონ მაილინდა კელმენდის (52) აქვს, მაგრამ მისი შედეგი კიდევ უფრო თვალშეუდგამია - 4 230!
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, მსოფლიოში ძიუდოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის 40 000 დოლარით აჯილდოებს რინერის, ვინც ოლიმპიური, ევროპის - 3 და მსოფლიოს 7-გზის გამარჯვებულია და ბერძენთა ქართველ ევროპის, ოლიმპიურსა და მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონ ილიას ილიადისს (90).
ამდენად, რაც დრო გადის, რეიტინგი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება - გარდა იმისა, რომ ის ძალზე მნიშვნელოვანია განთესვისთვის და ტურნირზე დასაწყისში ძლიერების ერთმანეთთან დაპირისპირებას გამორიცხავს (რითაც შეჯიბრებაც იგებს და პროცესიც უფრო მეტად ჯდება ლოგიკის ჩარჩოში), ამას ახლა ფინანსური საკითხიც დაემატა.
დასასრულს, შეგახსენებთ, რომ ჭრიკიშვილმა შარშანაც მიიღო 10-ათასიანი პრემია, როგორც თავისი წონის საუკეთესომ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ძიუდო ერთადერთი სპორტია სადაც წარმატება გვაქვს და ასეთი მაგარი სპორტსმენები გვყავს და ეს უნდა დააფასონ ბევრმა არ იცის საერთოდ რა არის ძიუდო :/ ფეხბურთელებისთვის ფულის ყრას ჯობია იმ სპორტის სახეობებს მიხედონ სადაც წარმატებები გვაქვს