ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელები დააკომპლექტა - გია გუგავა ნაკრების მეხუთე კურატორია

AutoSharing Option
ფოტოზე: გია გუგავა

ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელთა ფორმირების თემა დაასრულა. საკითხი საკმაოდ მტკივნეული გამოდგა და დროშიც ცოტათი გაიწელა, საბოლოო გადაწყვეტილება კი კვირას, შუაღამისას მიიღეს.

ვაჟთა ეროვნული ნაკრების მეხუთე კურატორი გია გუგავა გახდა, ვინც აქამდე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწრთნელი იყო. ადრე დასახელებული კურატორებიდან შეიცვალა ერთი - გურამ მოდებაძე გაერთიანებულ ასაკობრივ გუნდში გადაიყვანეს, მის ნაცვლად კი ეროვნულში ბიძინა მოხევიშვილი დანიშნეს. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მთავარ ნაკრებში კურატორებად დანიშნულები იყვნენ დავით ასუმბანი, გიორგი ვაზაგაშვილი და გიორგი ბაინდურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციაში წამოწყებული რეფორმით, ახალგაზრდული და ჭაბუკთა
ნაკრებები გაერთიანდა, რომელსაც მწვრთნელთა დუეტი უხელმძღვანელებს - ირაკლი ცირეკიძე და მინდია ბოდაველი. როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა გვითხრა, აქ მთავარი მწვრთნელის სტატუსი არ იარსებებს და ორივეს თანაბარი უფლება ექნება.

ეს დუეტი გაიყვანს გუნდს ივლისში თბილისში, ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალზეც.

ფედერაციაში გამართულ ბოლო კონსულტაციებზე ადრე დაგეგმილ გადაწყვეტილებებში კიდევ ერთი პრინციპული შესწორება შეიტანეს - კურატორი მწვრთნელები აღარ იქნებიან მიმაგრებულნი კონკრეტულ წონებზე და მათთვის ფუნქციების გადანაწილება მთლიანად ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძის პრეროგატივაა.

დავით ქევხიშვილთან ვრცელ ინტერვიუს "ლელო" ხვალ, 27 იანვარს შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული