უთანხმოება ბრიტანეთისა და ევროპის ძიუდოს ასოციაციებს შორის საკონტრაქტო პირობებზე წარმოიქმნა - ევროპული საიტის ცნობით, თურმე ბრიტანელები საკუთარ პირობებს აყენებდნენ, რაც არ აკმაყოფილებდა მათ მიერ დაწესებულ სტანდარტებს. ამის შესახებ მათ რამდენჯერმე გაუფრთხილებიათ ბრიტანელები, მაგრამ პოზიცია არც იმათ შეუცვლიათ.
ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ევროპულმა ფედერაციამ აღარ გაუფორმა კონტრაქტი კუნძულელ ქვეშევრდომს და თან გლაზგოს ალტერნატივის ძებნის შესახებაც გამოაცხადა.
ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი
ოფიციალურად ჯერ არც მსურველი ქალაქები დასახელებულა, არაოფიციალური ხმებით კი, ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ბაქო განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეზობლები ივნისში პირველ ევროპულ თამაშებს მასპინძლობენ, რომლის პროგრამაში ძიუდოც შედის. მათ ბაზაც მზად აქვთ და შანსიც დიდია, მართლაც უმასპინძლონ ამ პრესტიჟულ ტურნირს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"