ძიუდოისტთა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი გლაზგოში აღარ გაიმართება

AutoSharing Option
ძიუდოისტთა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი გლაზგოში აღარ გაიმართება. ამის შესახებ ევროპის ძიუდოს კავშირმა ოფიციალურად განაცხადა, თუმცა გლაზგოს შემცვლელი ქალაქი ჯერაც არაა დასახელებული.

უთანხმოება ბრიტანეთისა და ევროპის ძიუდოს ასოციაციებს შორის საკონტრაქტო პირობებზე წარმოიქმნა - ევროპული საიტის ცნობით, თურმე ბრიტანელები საკუთარ პირობებს აყენებდნენ, რაც არ აკმაყოფილებდა მათ მიერ დაწესებულ სტანდარტებს. ამის შესახებ მათ რამდენჯერმე გაუფრთხილებიათ ბრიტანელები, მაგრამ პოზიცია არც იმათ შეუცვლიათ.

ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ევროპულმა ფედერაციამ აღარ გაუფორმა კონტრაქტი კუნძულელ ქვეშევრდომს და თან გლაზგოს ალტერნატივის ძებნის შესახებაც გამოაცხადა.

ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი
ქალთა და ვაჟთა შორის შოტლანდიის მთავარ ქალაქში აპრილის ბოლოს უნდა გამართულიყო, ჯერჯერობით კი უცნობია, სად ჩატარდება კონტინენტის პირველობა.

ოფიციალურად ჯერ არც მსურველი ქალაქები დასახელებულა, არაოფიციალური ხმებით კი, ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ბაქო განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეზობლები ივნისში პირველ ევროპულ თამაშებს მასპინძლობენ, რომლის პროგრამაში ძიუდოც შედის. მათ ბაზაც მზად აქვთ და შანსიც დიდია, მართლაც უმასპინძლონ ამ პრესტიჟულ ტურნირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული