დიუსელდორფის გრან-პრი: პირველ დღეს ქართული კვარტეტი ჭიდაობს [LIVE STREAM]

AutoSharing Option
20 თებერვალს დიუსელდორფის "დიდი პრიზი" იწყება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ძიუდოისტებიც იღებენ. ტურნირში ჩვენგან მხოლოდ ვაჟები გამოდიან, ქალთა ტურნირში მონაწილე არ გვეყოლება.

20 თებერვალს ვაჟთაგან 60-66-ის, ქალთაგან კი 48, 52 და 57-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. საქართველოს ნაკრებიდან დღეს ტატამზე ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და თორნიკე თათარაშვილი გავლენ.

ორთაბრძოლებისთვის ლაივ-სტრიმით თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

60 კგ
მსოფლიოს მესამე პრიზიორი ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი გერმანელ ფილიპ გრაფსა და ლუქსემბურგელ ტომ შმიტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მერვედფინალში ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე
ებრაელი არტიომ არშანსკია.

ლაშა გიუნაშვილი ტურნირში პირველივე წრიდან ჩაებმება სომეხ ჰოვანეს დავთიანთან შეხვედრით.

66 კგ
რომის ტურნირის ფინალისტი თორნიკე თათარაშვილი თავდაპირველად სომეხ დავით გაზარიანს ხვდება, საქართველოს ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი - გერმანელ რენე შნაიდერს.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა:
-60 კგ - ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი.
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი.
-73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი.
-81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი.
-90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი.
-100 კგ - ალექსანდრე ზაალიშვილი.
+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.

ასევე იხილეთ:
დიუსელდორფის ტურნირი: სასურველი კენჭისყრა გერმანიაში
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამოოო წარმატებები,სულ ზევით უნდა აფრიალო ჩვენი ქვეყნის დროშა,მეამაყება რო შენტან Eრთადდ გავატარე ბავშობაა
xatia
12:34 20-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული