მედლებისთვის პაპინაშვილი და მარგველაშვილი იბრძვიან [LIVE STREAM]

AutoSharing Option
20 თებერვალს, დიუსელდორფში მიმდინარე გრან-პრის პირველ საშეჯიბრო დღეს, წარმატებით ასპარეზობენ ამირან პაპინაშვილი (-60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), რომლებიც ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ. ორივე მათგანს მეტოქედ იაპონელი ფალავანი ჰყავს. ორთაბრძოლებისთვის ლაივ-სტრიმით თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მსოფლიოს მესამე პრიზიორმა პაპინაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო, სადაც გერმანელ ფილიპ გრაფს სუფთად აჯობა, მერვედფინალში კი რუსი ალბერტ ოგუზოვი შებოჭა. მეოთხედფინალში ქართველმა გზიდან ბრაზილიელი ფელიპე ფელიმი ჩამოიშორა და ნახევარფინალში იაპონელ ტორუ შიშიმეს დაუპირისპირდება.

ამავე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა გაფრთხილებებით დათმო ლაშა გიუნაშვილმა, რომელსაც მეტოქედ
სომეხი ჰოვანეს დავთიანი ჰყავდა.

საქართველოს ჩემპიონმა მარგველაშვილმა ჯერ მასპინძელი რენე შნაიდერი ჩამოიცილა გზიდან, შემდეგ კი - რუსეთის სახელით მოჭიდავე აბდულა აბდულჟალილოვი. მერვედფინალში ვაჟამ სომეხი არსენ გაზარიანი გააკრა ბეჭებზე, მეოთხედფინალში კი სლოვენიელი ადრიან გომბოცი.

ნახევარფინალში მარგველაშვილი იაპონელ კენგო ტაკაიჩის დაუპირისპირდება.

სომეხ დავით გაზარიანთან სასტარტო ორთაბრძოლის მოგების შემდეგ რომის ტურნირის ფინალისტი თორნიკე თათარაშვილი (66) ბრაზილიელ რიკარდო სანტოს ჟუნიორთან ვაზარით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში, რომელიც 22 თებერვალს დასრულდება, ჩვენგან მხოლოდ ვაჟები გამოდიან, ქალთა ტურნირში მონაწილე კი არ გვეყოლება.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა:
-60 კგ - ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი.
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი.
-73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი.
-81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი.
-90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი.
-100 კგ - ალექსანდრე ზაალიშვილი.
+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.

ასევე იხილეთ:
დიუსელდორფის ტურნირი: სასურველი კენჭისყრა გერმანიაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული