ორთაბრძოლებისთვის ლაივ-სტრიმით თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ქართველ ძიუდოისტთა ანგარიშზე მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც პირველ საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილმა (-66) მოიპოვა. ამავე სინჯის მედლის მოპოვების შანსი ხელიდან ამირან პაპინაშვილმა (60) გაუშვა (იხილეთ ვრცლად).
-73 კგ
ამ წონაში ქართული დუეტი პირველივე წრეში იჭიდავებს. ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს წილისყრამ შავდათუაშვილთან ჯგუფში იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი შოჰეი ონო და ბელგიელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის მესამეპრიზიორი დირკ ვან ტიხელტი მოხვდნენ, ტატალაშვილის ქვეჯგუფში კი აღსანიშნავია არაბული საემიროების მოლდოველი მსოფლიოს პრიზიორი ვიქტორ სკვორტოვი.
-81 კგ
ამ წონისა და ჩვენი ნაკრების უდავო ლიდერი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი იტალიელი ანტონიო ჩანოსა და ესტონელ კრისტიან ტონისტეს დაპირისპირებაში გამოვლინდება. ქვეჯგუფის სხვა მეტოქეებიდან სიძლიერით გამოვარჩევთ ბერძენთა ქართველ რომან მასტოპულოსსა და მონღოლ უუგანბაატარ ოტგონბაატარს, თუმცა ტიტულებით ყურადღებას ბრაზილიელი ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი და მსოფლიოს ფინალისტი ლეანდრო გილეიროც იქცევს, თუმცა ის უკვე 31 წლისაა და თან ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც მეშვიდეზე გავიდა, არ უჭიდავია.
ნახევარფინალში ჭრიკიშვილის სავარაუდო მეტოქეებად სხვებზე მეტად ეს სამეული მიგვაჩნია: ფრანგი მსოფლიოს პრიზიორი ალაინ შმიტი, იაპონელი კეიტა ნაგაშიმა და ქვედა წონიდან წლეულს ამონაცვლებული სამხრეთკორეელი მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი კი-ჩუნ ვანგი, თუმცა ჩამოსაწერნი არც ამერიკელი ტრევის სტევენსი და გერმანელი ევროპის მესამეპრიზიორი სვენ მარეშია. ოღონდ ისინი ნამდვილად არ არიან ქართველის სადარი მეტოქეები, თავად ჭრიკიშვილი თუ ფორმაშია.
ჭრიკიშვილისგან განსხვავებით, უშანგი მარგიანი პირველივე წრეში იჭიდავებს - რუს სტანისლავ სემენოვთან.
ასევე იხილეთ:
დიუსელდორფის ტურნირი: სასურველი კენჭისყრა გერმანიაში