ორთაბრძოლებისთვის ლაივ-სტრიმით თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.
ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ტატალაშვილმა ტურნირზე ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო. ჯერ კუბელ მაგდიელ ესტრადასა და ბელგიელ სამი ჩოუჩისთან მოიგო გაფრთხილებებით, შემდეგ კი იტალიელი ანდრეა რეჯისი დაიპონა. ტატალაშვილი ნახავარფინალში საემიროების წარმომადგენელ ვიქტორ სკვორტოვთან ვაზარით გამარჯვებით გავიდა.
ამავე, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ორთაბრძოლა მოიგო ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც მასპინძელ ქრისტოფერ ვოელკს სძლია,
დამაჯერებლად ჩაატარა თავისი შეხვედრები ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ჭრიკიშვილმა, რომელმაც ჯერ იტალიელ ანტონიო ჩანო დააიპონა, შემდეგ კი მონღოლი უუგანბაატარ ოტგონბაატარი ჩამოიშორა გზიდან ვაზარით. ავთანდილი ნახევარფინალში უნგრელი ლასლო ცსოკნიალის ძლევით გავიდა, მომდევნო მეტოქედ კი მასპინძელთა ევროპის მესამე პრიზიორი სვენ მარეში ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ქართველ ძიუდოისტთა ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც 20 თებერვალს ვაჟა მარგველაშვილმა (-66) მოიპოვა (იხილეთ ვრცლად).