ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში წლეულს აღარ ჩატარდება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში წლეულს აღარ ჩატარდება, მისი ალტერნატივა კი ივნისში ბაქოში გასამართავი ევროპის თამაშები იქნება - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ევროპის ძიუდოს კავშირმა.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობისთვის აპრილში გლაზგოს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ბრიტანეთის ფედერაცია ევროპის კავშირს საკონტრაქტო პირობებზე ვერ შეუთანხმდა და მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს.

ამდენად, წლეულს პირველად გასამართავი ევროპული თამაშები ევროპის ჩემპიონატს გაუთანაბრდება, როგორც ეს ხდება აზიასა და კიდევ ზოგიერთ კონტინენტზე. მაგალითად, შარშან აზიის თამაშები გაიმართა და აზიის პირველობა არ ჩატარებულა, თუმცა სარეიტინგო ცხრილში მისი შედეგები მაინც შევიდა, როგორც იქაური ჩემპიონატისა.

ევროპული თამაშების კონტინენტის ჩემპიონატთან გათანაბრება უცხო არაა - ასე იქცევა ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებული ფედერაცია, რომელმაც ამ თამაშების გამო წლეულს ევროპის ჩემპიონატის ჩატარება იმთავითვე იუარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული