ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა ანტალიაში 4 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
7 მარტს ანტალიაში დაწყებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასის გათამაშებაში წარმატებით ჩაება ჩვენი ნაკრები - ბიჭებმა 1 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. გოგოებმა - 1 ბრინჯაო ირგუნეს.

ბიჭებში ჩემპიონი რობინზონ ბეგლარაშვილი (60) გახდა, ვინც ფინალში მასპინძელი კასიმ ერკანი დაამარცხა, მესამეზე კი ზურაბ კახნიაშვილი (50) და ბაგრატ ნინიაშვილი (66) გავიდნენ.

ბრინჯაოსთვის კიდევ სამმა ქართველმა იჭიდავა - გიორგი ნიაზაშვილმა (50), საბა გრიგალაშვილმა და თემურ ნოზაძემ (ორივე - 55), მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.

გოგოებში ყველაზე უკეთ ნინო მგელაძემ (52) იჭიდავა. ქვეჯგუფში მან რუს
ლუსია ფომენკოვას გაფრთხილებებით, თურქ დონუს დედეს კი იპონით აჯობა, მეოთხედფინალში კი მასპინძელთა მომავალ ჩემპიონ ირემ კორკმაზთან წმინდად წააგო.

სანუგეშოში მგელაძემ რუსი ნასიბა იბრაგიმოვა ვაზარით, თურქი მელდა პილნარი წმინდად დაამარცხა, ხოლო სლოვენიელი ლაურა ბოზიჩი არ გამოუცხადდა.

ანტალიის ტურნირი 8 მარტს დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული