თბილისის გრან-პრი 2015. მეორე დღე: მედლისთვის ბრძოლას 5 ქართველი განაგრძობს

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასხლეში მიმდინარე გრან-პრის გათამაშების მეორე დღე მიმდინარეობს.

მეორე საშეჯიბრო დღეს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებენ: ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ზვიად კაპანაძე (სამივე 71), გიორგი პაპუნაშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე 81).

ქართველი ძიუდოისტებიდან ოქროს მედლისთვის მხოლოდ უშანგი მარგიანი იჭიდავებს, რომლის მეტოქე ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ალან ხუბეცოვი იქნება.

გიორგი პაპუნაშვილი ბრინჯაოს მოსაპოვებლად მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენს შეხვდება, რომელმაც ასპარეზობას ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოთიშა.

სამწუხაროდ 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მხოლოდ ბრინჯაოსთვის მოგვიწევს ბრძოლა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ბრინჯაოს მედალი უკვე გარანტირებული გვაქვს, რადგან მედლისთვის
ნუგზარ ტატალაშვილი და ზვიად კაპანაძე იჭიდავებენ.

მეორე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ლაშა შავდათუაშვილი შეეცდება, რომლის მეტოქე აზერბაიჯანელი ჰუსეინ რაჰიმილი იქნება.

რაც შეეხება სხვა ქართველ ძიუდოისტებს, ფრიდონ გიგანი (73) მერვედფინალში აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმილისთან დამარცხდა. ამბაკო ავალიანი (81) ტურნირს ადრევე, მეორე დაპირისპირებაზე გამოეთიშა. სხვათა შორის მისი მეტოქე პორტუგალიის წარმომადგენელი ანრი ეგუტიძე იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული