თბილისის გრან-პრის მეორე დღეს ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოვიპოვეთ

AutoSharing Option
21 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში გრან-პრის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა.

უშანგმი მარგიანი ფინალში (81) რუსეთის წარმომადგენელ ალან ხუბეცოვს შეხვდა და სამწუხაროდ ერთადერთი გაფრთხილებით დამარცხდა და ვერცხლის მედალი ერგო.

გიორგი პაპუნაშვილი (81) ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენსთან დამარცხდა. ნიამსურენმა პაპუნაშვილს ერთადერთი გაფრთხილებით მოუგო.

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე გრან-პრის ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (73) მოუტანეს.

შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელი ჰუსეინ რაჰიმილი იპონით დაამარცხა. ხოლო ტატალაშვილმა (73) გაფრთხილებებით ზვიად კაპანაძეს (73) მოუგო.

რაც შეეხება სხვა ქართველ ძიუდოისტებს, ავთანდილ ჭრიკიშვილი
(81) იპონით მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენსთან დამარცხდა. ფრიდონ გიგანმა (73) მერვედფინალში აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმილისთან წააგო. ამბაკო ავალიანი (81) ტურნირს ადრევე, მეორე დაპირისპირებაზე გამოეთიშა. სხვათა შორის მისი მეტოქე პორტუგალიის წარმომადგენელი ანრი ეგუტიძე იყო.

თბილისის გრან-პრი 2015. ქართველების განრიგი:
22 მარტი, კვირა
90კგ:
ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, ბექა ღვინიაშვილი

100კგ:
ალექსანდრე მსხალაძე, იასონ ნემსაძე, ალექსანდრე ზაალიშვილი, ლაშა გურული

+100კგ:
ონისე ბუღაძე, ლევან მატიაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, ადამ ოქრუაშვილი

ქალები

+78:
ირინე ლეონიძე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარგიანის კმაკოფილები ვარტ იჰიდავა მარა მეტი ჰეედზლო ხუბეცოვს კიდო დეედზახება მეტი სიპიცხე უნდა
teimuraz bakuradze
08:28 22-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული