თბილისის გრან-პრი 2015. III დღე: მედლებით უნდა დავხუროთ!

AutoSharing Option
22 მარტს, თბილისის გრან-პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს ვაჟთა შორის მედლები 90, 100 და მძიმე წონით კატეგორიებში გათამაშდება.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი და ბექა ღვინიაშვილი იბრძოლებენ.

100 კგ-მდე წონაში ალექსანდრე მსხალაძე, იასონ ნემსაძე, ალექსანდრე ძაალიშვილი და ლაშა გურული გამოვლენ, ხოლო მძიმე წონაში ონისე ბუღაძე, ლევან მატიაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი და ადამ ოქრუაშვილი იბრძოლებენ.

დღეს იჭიდავებს ქალთა შორის ტურნირზე ჩვენი ერთადერთი წარმომადგენელი ირინე ლეონიძე (+78 კგ).

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან
-პრიზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია - ვიცე-ჩემპიონი უშანგი მარგიანი (81) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა (ორივე 73) დაისაკუთრეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული