საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამსუნის გრან-პრიზე არასრული გუნდით მიდის

AutoSharing Option
27-29 მარტს სამსუნში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" მორიგი ტურნირი ტარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი ბროლაშვილი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი, ტრისტან ფეიქრიშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), უშანგი მარგიანი, ზებედა რეხვიაშვილი (81), ალექსანდრე მსხალაძე, ალექსანდრე ზაალიშვილი (100), გუგა კიბორძალიძე, გიორგი ბოლოთაშვილი (+100).

მონაწილე არ გვეყოლება 90 კილოგრამ კატეგორიაში, სადაც მწვრთნელებმა ლიდერთა წაყვანა არ ჩათვალეს საჭიროდ.

ქალთა ტურნირში კვლავ ვერ იასპარეზებს ესტერ სტამი (70), რომელიც მაჯის ოპერაციის შემდეგ ისევ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. სავარაუდოდ, ის 1-3
მაისს ხორვატიაში იჭიდავებს ასევე "დიდ პრიზზე", თუმცა სამსუნში უქალებოდ მაინც არ დავრჩებით - იქ ირინე ლეონიძე (+78) გამოვა, რომელსაც აჭარა აფინანსებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული