ქართველი ძიუდოისტები 4 სტუდენტს სწავლის საფასურს გადაუხდიან

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ეროვნული ნაკრების წევრები: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ბექა ღვინიაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურად დაუცველ 4 სტუდენტს სწავლის საფასურს გადაუხდიან.

ამის შესახებ სპორტსმენებმა უმაღლეს სასწავლებელში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადეს.

ძიუდოს ფედერაცია, სხვა მრავალ ნოვაციასთან ერთად, უმაღლეს სასწავლებლებში ამგვარი შეხვედრების ტრადიციასაც გეგმავს. ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგ ეს მეორე საუნივერსიტეტო დაწესებულებაა, რომელსაც ძიუდოისტები ესტუმრნენ და აჰა, ახალი ინოვაციაც მიიტანეს.

უცნობია, ვინ შეარჩევს ამ სტუდენტებს, მაგრამ თავად ფაქტი ნამდვილად მისასალმებელია, როგორც ჰუმანურობის და გულისხმიერების გამოხატულება.
იმედია, ეს მაგალითი სხვა წარმატებული ქართველი სპორტსმენებისთვისაც გადამდები აღმოჩნდება და ამ ოთხეულის მაგალითს ისინიც მიბაძავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაიხარეეთ!!! შეგეწიოთ ყოვლად წმინდა ტატამზეც და ცხოვრებაშიც!!!
salahadin
16:55 08-04-2015
0
მისაბაძი ქართველები.
gela
11:33 07-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული