ზაგრების გრან პრი: ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მაისს, ზაგრებში მიმდინარე გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მოუტანა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში მონღოლი ცაგაანბაათარ ხაშბაათარი დააიპონა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველ წრეში ალბანელი იგლი რამოსაკაის აჯობა, შემდეგ კი ჰოლანდიელ სამ ვან ტ ვესტენდესა და მსოფლიოს პრიზიორ ვიქტორ სკვორტოვს (არაბეთის გაერთიანებული საემიროები). ლაშამ მეოთხედფინალში უკრაინელი არტიომ ხომულა ჩამოიცილა გზიდან, ნახევარფინალში კი ფრანგ პიერ დუპრატს სძლია იპონით.

ტურნირზე ბრინჯაოსთვის იბრძოლა ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ), თუმცა რუსეთის სახელით მოასპარეზე ხასან ხალმურსაევს ვერ გაუმკლავდა.

დღეს ტურნირზე წარუმატებლად
იასპარეზეს ფრიდონ გიგანმა (73), გიორგი პაპუნაშვილმა (81) და ქალთა ტურნირში საქართველოს ერთადერთმა წარმომადგენელმა ესტერ სტამმა (70).

ასევე იხილეთ:
ზაგრების გრან-პრი. წილისყრა: მამლუქები ქართველთა წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძაან ცუდად მსჯელობ თითქმის ყველა კარგ ძიუდოისთს მოუგო გიო
gio magari cudi komentari gaakete
21:47 03-05-2015
0
გაიხარე ლაშა ,ვინც პიქრობთ რომ მეორე ნომრებს მოუგო ლაშამ წადით და პირველებს თქვენ მოუგეთ,ლაშას კი ჯამრთ
ელობა და ბევრი წარმატებააა
nikanika
17:27 03-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული