ლაშა შავდათუაშვილის რაინდული საქციელი უშეღავათო ბრძოლაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ამ უქმეებზე გამართულ ზაგრების "დიდ პრიზზე" მეოთხედფინალში უკრაინელ ვიქტორ ხომულას ლამის ხელი მოსტეხა.

ერთ-ერთი საჭიდაო ეპიზოდის დროს შავდათუაშვილმა იპონზე დააგდო მეტოქე და ეს ისე გააკეთა, რომ უკრაინელმა დაზიანება მიიღო, თუმცა მანამდე მსაჯმა ქართველს გამარჯვების ქულა ჩაუთვალა.

ამის შემდეგ შავდათუაშვილმა გულისხმიერება გამოიჩინა, მეტოქეს ყურადღება მიაქცია და დახმარება სცადა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილმა ზაგრების ტურნირზე საქართველოს ერთადერთი მედალი, ისიც ოქრო მოუპოვა.

ასევე იხილეთ:
ლაშა შავდათუაშვილი დაბრუნდა - ზაგრებში ერთი, მაგრამ ოქრო მოვიპოვეთ! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რა მომხდარა!! ბრავო ჟურნალისტს :)))
torola
15:48 04-05-2015
0
კაი კაცი, ჯიგარი ხარ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული