წინასწარ გეტყვით, რომ მწვრთნელს სიახლე არ შემოუთავაზებია და ისევ ნაცნობ, "ტრადიციულ" გუნდს დაეყრდნო. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამჯერად ორი წონა გამოტოვა, თუმცა სხვების გაორების გამო მაინც სრულად დაკომპლექტებული ნაკრები მიჰყავს.
ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100) - აი, ასეთი შემადგენლობით იასპარეზებენ ჩვენები ბაქოში.
ერთი მონაწილე ქალთა ტურნირშიც გვეყოლება - ისევ ჰოლანდიიდან გადმობირებული ესტერ სტამი (70), ვინც ლიცენზიის მოპოვების რეალურ შანსს ინარჩუნებს. მოგეხსენებათ, მან ამ ზამთარს ხელზე ოპერაცია გაიკეთა, აწუხებდა წელიც, თუმცა ეს პრობლემები უკვე მოაგვარა და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. მან უკვე იჭიდავა შეჯიბრებებშიც, ამჟამად კი ისრაელშია და იქ ორკვირიან შეკრებას გადის.
შეგახსენებთ, რომ წლეულს ისრაელში გადავიდა ჰოლანდიის ნაკრებში მისი ერთ-ერთი კონკურენტი, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი, უფროსებში კი ევროპის ფინალისტი ლინდა ბოლდერი.