ბაქო 2015. ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
28 ივნისს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბაქოს ევროპულ თამაშებზე გუნდური პირველობის ფინალში იჭიდავა. ქართველი ძიუდოისტები ფრანგებს დაუპირისპირდნენ.

ფინალურ დაპირისპირებაში პირველი ტატამზე ამირან პაპინაშვილი (66) გავიდა და სამწუხაროდ ლოიკ კორვალთან იპონით დამარცხდა.

მეორე ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი (73) გავიდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. დამატებით დროში (ოქროს ქულა) კი გამარჯვება პიერ დუპრატმა მოიპოვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფრანგმა საკამათო ვითარებაში მიიღო გამარჯვების ქულა.

მესამე ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გავიდა. ლოიკ პიეტრიმ შეხვედრის განმავლობაში იუკო მოიპოვა და საბოლოოდ გამარჯვებაც მას დარჩა. 3:0 ფრანგების სასარგებლოდ.

სამწუხაროდ საკუთარი შეხვედრა ადამ ოქრუაშვილმაც (100+) წააგო.

ერთადერთი გამარჯვების მოპოვება ვარლამ ლიპარტელიანმა (91) შეძლო. მისი მეტოქე ტატამზე არ გავიდა.

საბოლოო ანგარიში - 4:1 ფრაგნების სასარგებლოდ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ცუდი ამბავია. 4-1 რა უბედურებაა? მაგრები ყოფილან ფრანგები. შეგერგოთ ბაყაყის ხორცი
nika
15:35 28-06-2015
0
კურტანიძის ბრალია:)):)):)):)) .....
თაზო
16:03 28-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული