ულან-ბატორის გრან-პრი: ვაჟა მარგველაშვილი მედლის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
დღეს, 3 ივლისს, მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში სტარტი აიღო ძიუდოისტთა გრან-პრიმ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ხუთი სპორტსმენით გამოდის.

ტურნირის პირველ დღეს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა იასპარეზა, რომელმაც გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა.

ვაჟამ პირველ წრეში ჩინელ ერჩაოგეტუ ამუს იპონით სძლია, თუმცა მეორე წრეში იაპონელ ჰიმუფი აბესთან წააგო. ქართველმა ძიუდოისტმა ვერც სანუგეშო ტურნირში იყოჩაღა - მასპინძელ ალთანსუხ დოვდონთან დამარცხდა.

ხვალ და ზეგ ტურნირში ამბაკო ავალიანი (81), იასონ ნემსაძე, ლაშა ტაველური (ორივე 100) და ონისე ბუღაძე (+100) იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული