მზია ბებოშვილმა ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ოქრო მოუტანა

AutoSharing Option
მზია ბებოშვილი (52) ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონია.

მან სოფიაში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის პირველობაზე გაიმარჯვა, სადაც 5 შეხვედრა მოიგო: ქვეჯგუფში ებრაელ შირ კელნერს, იტალიელ ლუდოვიკა ლენტინის და ხორვატ ტიეა ტოპოლოვიჩს მინდად მოუგო. ნახევარფინალში რუსი მარგარიტა შრაინერი გაფრთხილებებით დაამარცხა, ფინალში კი ავსტრიელი ლისა დენგი ბრუნით იუკოზე დააგდო.

შეგახსენებთ, რომ ბებოშვილი პირველი ქართველია, ვინც ქალთა შორის პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე მედალი მოიპოვა - ორი წლის წინ ისევ ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე მესამეზე გავიდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ნინო მგელაძემაც იჭი
დავა, მაგრამ სწორედ ზემოხსენებულ რუს შრაინერთან წააგო და მეხუთეზე დარჩა.

ევროპის ჩემპიონატზე ვაჟების გუნდის მონაგარი ჯერჯერობით 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა. ჩვენებურთაგან ფინალში მხოლოდ გიორგი ნიაზაშვილი (50) გავიდა, მაგრამ რუს რუსტამ ზაბოლოტნისთან დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლებს რობინზონ ბეგლარაშვილი (60) და ბაგრატ ნინიაშვილი (66) დაეფლნენ.

სოფიაში ევროპის ჩემპიონატის პირადი პირველობა დღეს, 4 ივლისს დასრულდება, ასპარეზობაში კი გოგონებშიც და ვაჟებშიც დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის მოზარდები ჩაებმებიან, ხვალ კი გუნდური პირველობაა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ გავიგე, მზია არის თავად ჭაბუკი თუ ბიჭების ტურნირში მიიღო მონაწილეობა ამ გოგონამ ? :) გვარს და სახელს არ დავასახელებ იმ კაცის, "ჭაბუკ გოგონათა ნაკრებს" რომ ეძახდა კადეტ გოგონათა ნაკრებს. მეგონა ის დრო წავიდა, თურმე არა :)
Irakli
01:35 05-07-2015
0
ყოჩარ მზია ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა შენი გამარჯვება სულ გამარჯვებული და გახარებული გევლოს
ემზარი
13:43 04-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული