ქართველ ძიუდოისტებს ნატვრა აუხდათ - საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპლექსი [PHOTO]

AutoSharing Option
დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის 5 ნომერში ძიუდოს აკადემიის განახლებული შენობა გაიხსნა. განახლების შემდეგ დარბაზი 880 მაყურებელს უმასპინძლებს. თბილისის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, შეჯიბრება ორ ტატამზე გაიმართება და ხუთ დღეს (28 ივლისი-1 აგვისტო) გაგრძელდება.

შენობის გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მთავრობის მეთაურმა ქართველ ძიუდოისტებს ახალი დარბაზის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ამიერიდან მათ საუკეთესო პირობებში ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. პრემიერის გადაწყვეტილებით, დარბაზი სამომავლოდ
ძიუდოისტებს გადაეცემათ.

"აბსოლუტურად ყველა ობიექტი დასრულებულია. ჩვენ მზად ვართ, ღირსეულად ვუმასპინძლოთ ოლიმპიურ ფესტივალს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშენდა და გარემონტდა სახელმწიფო ობიექტები. სპორტისთვის ამდენი ბოლო 25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.

ჩვენი სპორტსმენები მანამდეც იმსახურებდნენ ასეთ დაფასებას და მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, ღირსეულად დაგვეფასებინა ჩვენი სპორტსმენები და ძიუდოისტები, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ჰქონდათ საკუთარი დარბაზი", - განაცხადა პრემიერმა და ქართველ სპორტსმენებს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარმატებები უსურვა.

როგორც სპორტის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძიუდოს ფედერაციას ჰქონდა სურვილი, რომ საკუთარი ძიუდოს სასახლე ჰქონოდა, თუმცა ეს პრობლემა წლების მანძილზე ვერ გვარდებოდა.

"მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ძიუდოს აქვს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპლექსი.

ეს არის 4 დარბაზი, სასტუმრო, კომპლექსი, გასახდელები, ანუ ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ საერთაშორისო ტურნირები ჩატარდეს და ძალიან ბევრ ნაკრებ გუნდებს ვუმასპინძლოთ. ვფიქრობ, რომ ტრადიცია გაგრძელდება", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

თავის მხრივ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულიად შეესაბამება და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ობიექტების გარდა, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია, გარე პერიმეტრი.

"აქედან გამომდინარე, ეს ობიექტები და მიმდებარე ტერიტორია სრულად არის დამთავრებული და მზად არის იმისთვის, რომ უკვე უმასპინძლოს შესაბამის თამაშებს. ჩატარდა სატესტო მატჩებიც და ყველაფერი წესრიგშია", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც იქნა ეღირსათ ბიჭებს ნორმალური სავარჯიშო პირობები და დარბაზები (იმედია ნორმალურია).
irakli
14:34 14-07-2015
0
"აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!"
zurab
14:05 14-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული