
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა.
"ჩვენი საამაყო ხვიჩა კვარაცხელია", - წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
კვარაცხელია ამჟამად თბილისში იმყოფება და გუშინ საქართველოსა და იტალიის კალათბურთელთა ნაკრებების მატჩს დაესწრო.
ხვიჩა ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.