ევროპისა და თბილისი 2015-ის ჩემპიონ მზია ბებოშვილს კლასში აღარ ჩატოვებენ!

AutoSharing Option
მზია ბებოშვილს არც კლასში ჩატოვებენ და იმ გაცდენილი სეზონის ექსტერნის წესით ჩაბარების ნებასაც დართავენ... ამის შესახებ სპორტსმენმა თავად გვითხრა.

ბებოშვილის თქმით, "ლელოში" გამოქვეყნებული მისი ინტერვიუს შემდეგ ყინული დაიძრა და დიდი იმედია, პრობლემაც მოგვარდება.


შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა ასაკში და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული, ევროპის მესამე პრიზიორი 17-წლამდელთა შორის, თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მოწავლე მზია ბებოშვილი 2013 წელს X კლასში ჩატოვეს, რადგან ფიზიკურად ვერ გავიდა გამოცდებზე. მიზეზი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა იყო,
რომელიც დროში ზუსტად დაემთხვა საგამოცდო პერიოდს.


სამწუხაროდ, ამგვარ შემთხვევაში ჩვენი კანონმდებლობა არანაირ შეღავათს არ ითვალისწინებს და ბებოშვილიც კლასში ჩატოვეს. არადა, ევროპის იმ პირველობაზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ქართველ ქალთა მიერ ყველა ასაკში საჭიდაო სახეობებში პირველხარისხოვან ტურნირებზე მოპოვებული პირველი მედალია.

"მე ხომ სიზარმაცის გამო არ გამიცდენია გამოცდები, მედალი მოვიპოვე და საქართველო ვასახელე. რატომ უნდა მერქვას კლასში ჩარჩენილი?" - გულისტკივილით იკითხა "ლელოსთან" ინტერვიუში სპორტსმენმა.

არადა, ბებოშვილი წლეულსაც დადგა იმავე საშიშროების წინაშე - გამოცდები წლეულსაც ზუსტად დაემთხვა სოფიაში გამართულ ევროპის პირველობას. არადა, მზია იქ ჩემპიონი გახდა, 30 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც მოიგო.

წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც სულ რამდენიმე დღეში - 5 აგვისტოს ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იწყება. ბებოშვილს სწორედ იქიდან დაბრუნების შემდეგ მიეცემა გამოცდების ჩაბარების საშუალება.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ის არ ითხოვდა არავითარ შეღავათს სწავლაში და არ სურდა, ნიშნები სპორტული შედეგების გათვალისწინებით დაეწერათ. ის მზადაა, ისწავლოს და თავად ჩააბაროს ყველა საგანი.

რაკი ამ კონკრეტული შემთხვევით სათანადო სტრუქტურები დაინტერესდნენ, იმედია, ამ თემითაც დაინტერესდებიან და სათანადო კანონის შეცვლაზეც იზრუნებენ.

სამწუხაროდ, დღევანდელი კანონი სპორტში ჩაბმულ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს არანაირ შეღავათს არ უკეთებს, ყველაფერი დამოკიდებულია სასწავლებლის ხელმძღვანელის კეთილ ნებაზე. სადაც ასეთი ნება არ არსებობს, იქ სპორტსმენებს სწავლასა და სპორტს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ...
მკითხველის კომენტარები / 8 /
მამია შენი მსგავსი ქართველები უნდა დაიხვრიტოს და მერე გაიგებთ !!!! მზია ვამაყობთ შენით ემიგრანტები ..
TERjOLSkI
01 აგვისტო 2015 16:22
0
Mamias: მამია შენ ჯერ კარგად გამოიძინე, ღვარძლი, ბოღმა განაგდე და მერე გააკეთე კომენტარი აქ..
georgiano
01 აგვისტო 2015 14:47
0
მაინც ვერ გავიგეთ რა გვინდა შეღავათი თუ ხელშეწყობა სწავლაში? ჯერ ეს გაარკვიეთ. რას ჰქვია შეღავათი...
mamia
01 აგვისტო 2015 12:53
0
ასეთ ბავშვებს კლასში კი არ უნდა ტოვებდნენ, არამედ ხელიხელთ უნდა ატარებდნენ. რაც შეეხება სწავლას: სახელმწიფო(განათლების სამინისტრო) ვალდებულია ასეთ ბრწყინვალე სპორტსმენები სახლში ამეცადინოს, რომ გაცდენილი საათები სწავლაში შეავსონ. თუ არა მათ, აბა ვის!!! გისურვებთ წარმატებებს ჩვენო სასიქადულნო ახალგაზრდებო!
ვახტანგი
01 აგვისტო 2015 09:55
0
კლასში კი არ უნდა ჩატოვონ, არამედ საქართველოს სახელოვან შვილს ყოველმხრივ
ხელი უნდა შეუწყონ, რომ სწავლაში არ ჩამორჩეს და გამოცდების ჩაბარების საშუალებაც ჰქონდეს!
ნანა
01 აგვისტო 2015 08:06
0
რა კლასში ჩატოვება სულ გაუბერეთ არააა?ესეთი ბავშვები არც უნდა შეაფერხოთ,იდიოტები უმაქნისები გადაყავთ და ატესტატს აძლევენ (ლატარიასავით რომ არტყავენ უაზროები)ეს გოგო საქართველოს ღირსეულიშვილი კლასში უნდა დაგეტოვათ,ვაი მაგ სკოლის დირექტორს .ეხლა ბაქია გახდება ჩემ სკოლაში სწავლობსო.აქმდე სად იყო ცალტვინა?
gigusha
31 ივლისი 2015 19:07
0
აი მასე, კარგია. ცოტა ხალხის აზრიც ისმინეთ და დაგეხმარებათ საღი გადაწყვეტილების მიღებაში. თავიდანვე არ უნდა შექმნოდა ამ სასახელო ქართველ გოგონას ეგ პრობლემა. რას ქვია კლასში ტოვებენ, თან ვის ტოვებენ ქვეყნის მასახელებელს, მაშინ როცა ათას მავნებელს და კრიმინალს ამთავრებინებენ სკოლას. კიდევ კარგი დროზე მოეგნენ გონს. მზია, შენ კიდევ კარგო ქართველო წარმატებები!
georgiano
31 ივლისი 2015 17:32
0
მომავალში უმაღლესში ჩაბარებას თუ გადაწყვეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აირჩიე. ეს ის ადგილია სადაც სპორცმენები, სწავლასაც და სპორტში საქმიანობას ასწრებენ. უნივერსიტეტი რომლშიც სწავლასთან ერთად სპორტსაც დიდ ყურადღებას აქცევენ. წარმატებები კიდევ ერთხელ
ლალე
31 ივლისი 2015 17:15
0

სიახლეები პოპულარული